უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

ფრედი: მინდა ვნახო შფოთვა, აურზაური და მოტირალი მესი

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მონაწილე (2006 და 2014), 39 წლის ფრედი ("მანჩესტერის" ნახევარმცველში არ შეგეშალოთ) TV Globo-ზე კომენტატორად მუშაობს და უნდა, ნახევარფინალში ერთმანეთს თავისი ქვეყნისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ამისათვის დღეს მეოთხედფინალში ბრაზილიამ ხორვატიას, არგენტინამ კი ნიდერლანდებს უნდა სძლიოს.

"ბრაზილიისა და არგენტინის ნახევარფინალი მსურს. მინდა ვნახო: შფოთვა, აურზაური, ნეიმარი, რომელიც მეტოქეს ბურთს ფეხებშუა გაუძვრენს და მოტირალი მესი", - განაცხადა ფრედმა.