ბრაზილია ცეკვასა და მონატრებულ ჩემპიონობას აპირებს - რა შეუძლია ხორვატიას?!

AutoSharing Option
მსოფლიოს 22-ე ჩემპიონატი ყველაზე საინტერესო სტადიაში შევიდა. მიდის მსჯელობა იმაზე, სამხრეთამერიკელები ტიტულს თუ დაიბრუნებენ, საფრანგეთი მის დაცვას ხომ არ შეძლებს და გვეყოლება თუ არა ახალი ჩემპიონი. მაშინ, როცა კატარში ახლა იტალია და გერმანია არ არიან, გამარჯვებული მე-9 ქვეყანა რომ გახდეს, საკმაოდ ლოგიკური იქნება (მაგალითად, ნიდერლანდები ან პორტუგალია), თუმცა ეს რთული ამბავია. უკანასკნელი, რომელმაც გეოგრაფია გაზარდა, ესპანეთი იყო.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მსოფლიო ჩემპიონებს:

ბრაზილია - 5;

იტალია/გერმანია - 4;

არგენტინა/ურუგვაი/საფრანგეთი - 2;

ინგლისი/ესპანეთი - 1

ბრაზილიის ნაკრები 20-წლიანი ლოდინის შემდეგ, სამბას
ცეკვას და ტიტულის მოპოვებას გეგმავს. 2002 წლიდან მოყოლებული, ჯერ ვარსკვლავებით (რონალდო, რონალდინიო, კაკა, ადრიანო და სხვები) დახუნძლული "სელესაო" ვნახეთ, რომელმაც წარმატებას ვერ მიაღწია; დუნგას სუსტი ნაკრები; სკოლარის დაბრუნება, მეტი პრაგმატიზმი, თუმცა გერმანიის ნაკრებთან შერცხვენა (1:7). ტიტეს ხელმძღვანელობით გუნდი წინა მუნდიალზე მეოთხფინალამდე მივიდა, ახლა კი უფრო მეტის მიზანი აქვთ...

Sportall.Ge

დღეს, 9 დეკემბერს (19:00 სთ), ბრაზილიელთა მეოთხედფინალური მეტოქე ხორვატიის ნაკრებია, რომელსაც მათთან თამაში უჭირს. სამაგიეროდ, ხორვატები ამ ეტაპიდან არასდროს გამოვარდნილან და შემდეგ ვიცე-ჩემპიონებიც (2018) გახდნენ და ბრინჯაოსმედალოსნებიც (1998).

ყველა ნეიმარის შოუს მოლოდონშია, რიჩარლისონს ერთმანეთზე ლამაზი გოლები გააქვს, ვინისიუსი შეუჩერებელია, თუმცა მოედანზე მათ წინააღმდეგ 37 წლის ლუკა მოდრიჩი იქნება, რომელიც ამ ასაკშიც ბევრს მოძრაობს, იბრძვის, ბურთის მოპოვებას ცდილობს, შეტევას წარმართავს... ხორვატები შუა ხაზში საკმაოდ კარგად არიან წარმოდგენილნი, თუმცა ამ ზონაში მათ პირისპირ ხომ კაზემირო იქნება. ასე რომ, ბრძოლა ყველა წერტილში საინტერესო გამოვა.

Sportall.Ge

ხარ თუ არა მისი გულშემატკივარი, ბრაზილიის ნაკრები ისაა, რაც ერთფეროვან, რუტინულ და ცოტათი მოსაწყენ საფეხბურთო ყოველდღიურობას უპირისპირდება სილაღით, ემოციებითა და თუნდაც, თითოეული გოლის აღნიშვნით. თუმცა ისეთ მეტოქესთან, როგორიც ხორვატიის ნაკრებია, ბრაზილიელებს მხოლოდ ტექნიკის დემონსტრირება ვერ დაეხმარებათ, თითოეულ ბურთზე ბევრი ბრძოლა შედგება და მოქმედების ნებისმიერი წამით დაგვიანება დამაზიანებელი იქნება. ყველა გუნდს თავისი კოზირი აქვს და ხორვატებმა კარგად იციან, ბრაზილიელთა უპირატესობა რა შეიძლება იყოს და ამის საპირწონედ რისი გაკეთება შეუძლიათ...

ხორვატია - ბრაზილია მეოთხედფინალურ ეტაპს გახსნის. მას ნიდერლანდები - არგენტინა მოჰყვება, მეორე დღეს (10 დეკემბერი) კი მაროკო - პორტუგალია გააგრძელებს და ინგლისი - საფრანგეთი დაასრულებს. ტელეეკრანებთან გულშემატკივრების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ახლა კითხვაზე მეტად სწორედ აქ ყოფნის დროა, მართლაც მშვენიერი საღამოები გველის.

altმესი ბოლო შანსისთვის, არგენტინის ნაკრები ქვეყნისა და კაპიტნისთვის - რას მოიფიქრებს ვან გაალი...

მკითხველის კომენტარები / 8 /
იცეკვონ ეხლაც :)))))))))
ზიზიჩი
09 დეკემბერი 2022 22:05
0
ეგეც შენი ბრაზილია... რონალდოს და რონალდინიოს მერე აღარ ყოლია საჩემპიონო გუნდი ბრაზილიას... ნბა-ში რო პლეიოფებში საერთოდ სხვა თამაში და სხვა წნეხია და სუპერვარსკვლავებიც ვერ თამაშობენ შესაბამისი გამოცდილების გარეშე, ეგეთი თემაა... ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ 98-დან, მარა 2006 წლის მერე ბრაზილიას საჩემპიონო გუნდი არ ყოლია... მაშინ ზიდანის წარმოუდგენელი კლასი რომ არა, იტალიას გაარღვევდა ის ბრაზილია და დამსახურებულად აწევდა თასს, მას მერე მასხარაობა გუნდია ჯერჯერობით...
რა მაფიაა?
09 დეკემბერი 2022 21:54
0
რა ვთქვი მეეეე. ეე თუა ხორვატია ჭიაყელა. რონალდო - მესია თქვა ფინალიი
ლევან მაღლაკელიძე
09 დეკემბერი 2022 21:54
0
რა ხორვატია სპილო და ჭიაყელაა ბრაზილიასთან შედარებით.
123
09 დეკემბერი 2022 19:07
3
მაფია უკვდავია. მესი კი მსოფლიოს ჩემპიონი. შესაბამისად ხორვატია გავა და დამარცხდება არგენტინასთან. ფინალი კი რონალდუსა და მესის შორის გაიმართებაა. მესი ჩემპიონ
ლევან მაღლაკელიძე
09 დეკემბერი 2022 18:25
2
დხეს თუ მოიგო ხორვატიამ პირდაპირ მოედანზე უნდა მოაწყონ კარნავალი
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
09 დეკემბერი 2022 14:07
6
ამ ეტაპზე ბრაზილია ისეთ ფორმაშია რო გაიბრწყინებს.იმის გათვალისწინებით თუ რა ფეხბურთიც ითამაშა ხორვატიამ 1/8 ფინალში, სავარაუდოდ გაუჭირდება. თუმცა ბურთიც მრგვალია და იღბალიცაა, ვერაფერს გამორიცხავ. ამ მსოფლიოზე რაც ხდება ყველაფერია შესაძლებელი, გუნდები ისეთი შემართებითაა.
გია
09 დეკემბერი 2022 12:25
1
მართლაც ყველანი ეკრანებთან, რამ უნდა შეგიშალოს ხელი, ვერ უყურო
გიორგი არგენტინა
09 დეკემბერი 2022 12:09
2

სიახლეები პოპულარული