ჩრდ. კორეაში სამხ. კორეის მატჩის ჩვენება საინტერესო წინაპირობით დაუშვეს...

AutoSharing Option
სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის მტრული ურთიერთობის შესახებ კარგად მოგეხსენებათ. Daily mail-ის თანახმად, ჩრდილოეთ კორეაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს და მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთკორეელთა მატჩი ეთერში გაუშვეს. მეტიც, თითოეული მოთამაშის გვარიც კი წარმოთქვეს. ეს აქამდე აკრძალული იყო. მაშინ რამ გამოიწვია ყოველივე? იმან, რომ მატჩის შედეგი უკვე ცნობილი იყო - ბრაზილიელებმა სამხრეთ კორეის ნაკრები დიდი ანგარიშით (4:1) დაამარცხეს.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს ჩრდ. კორეის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე სწორედ მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონებს დაუპირისპირდა. მაშინ ბრაზილიის ნაკრებმა მეტოქისგან ერთი გოლი მიიღო, საბოლოოდ კი (2:1) გაიმარჯვა, თუმცა
ჩრდილოკორეული ტელევიზიის საშუალებით, ადგილობრივი მოსახლეობა გამარჯვებას ზეიმობდა, რადგან მათ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ნაკრების გოლი აჩვენეს და "მოგების" შესახებ აცნობეს.

კიდევ ერთი საინტერესო ამბავი, რომელიც ფეხბურთს ეხება - ჩრდ. კორეაში აკრძალულია ევროპის ნებისმიერი საკლუბო ჩემპიონატის ჩვენება.

კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ აქ მმართველი მისი ვაჟი კიმ ჩენ ინია, თუმცა სიტუაცია მაინც უცვლელია.

altო, რა კარგი იყავ სანახავადა - ბრაზილიამ სამხრეთ კორეას ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა [VIDEO]

altბრაზილია ცეკვასა და მონატრებულ ჩემპიონობას აპირებს - რა შეუძლია ხორვატიას?!

მკითხველის კომენტარები / 12 /
სწორად აღნიშნა აი მაგის მერე საბოლოოდ დავრწმუნდი რომ მაგათ მხოლოდ სკამები ადარდებდათ და ეს საცოდავი ხალხი მაგათი სკამებისთვის იკლავენ თავს 20 დისლაიქი გამოტვინებულებო.
კახა
01:54 11-12-2022
0
2010 იყო თუ არ ვცდები, როდესაც მათმა მთავრობამ საკუთარ ხალხს აცნობა რომ ისინი ჩემპიონები გახდნენ, თან ყველანი ფინალამდეც და მანამდეც დიდი ანგარიშით, თანაც ნოლზე დაამარცხეს)
დავით 67
02:53 10-12-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული