ინგლისმა მბაპე შეაჩერა, კეინმა პენალტი ვერ გამოიყენა და საფრანგეთმა გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთმა ინგლისს 2:1 სძლია და ზედიზედ მეორედ გავიდა ნახევარფინალში.

ფრანგებმა მატჩი გრიგალისებური შეტევებით დაიწყეს და ტჩუამენმა 25 მეტრიდან თქვენი მოწონებული დარტყმით დააგვირგვინა. ინგლისელებმა იერიშებით უპასუხეს და „ტოტენჰემის“ ერთმა ფეხბურთელმა მეორეს ორჯერ არ გაატანინა - ლორისმა კეინს. აღსანიშნავია ეპიზოდი, როდესაც უპამეკანომ კეინი წააქცია და VAR-ის სისტემამ დაადგინა, რომ წესების დარღვევას საჯარიმოს გარეთ ჰქონდა ადგილი.

მეორე ტაიმის დასაწყისში ინგლისმა ზეწოლა გააძლიერა, ორი მომენტი ვერ გამოიყენა, შემდეგ ტჩუამენმა საკა საჯარიმოში წააქცია და კეინმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა. საუთგეითის გუნდი უპირატესობას ფლობდა,
საფრანგეთი კი, რომლის ლიდერი მბაპე განეიტრალებილი ჰყავდათ, კონტრიერიშებით პასუხობდა და ჟირუმ მაკგაუერისგან რიკოშეტით დალაშქრა პიკფორდის კარი. მალე თეო ერნანდესმა საჯარიმოში რატომღაც მაუნტი წააქცია, კეინმა თერთმეტმეტრიანიდან ბურთი კარს ააცილა და მუნდიალის მოგების ბრიტანელთა მორიგი იმედიც დასამარდა.

ნახევარფინალში საფრანგეთი მაროკოს დაუპირისპირდება.

. ლორისი 143 ჩატარებული მატჩით საფრანგეთის ნაკრების რეკორდსმენი გახდა.
. ბელინგემი ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელია, რომელმაც მეოთხედფინალში ითამაშა - 19 წლის და 164 დღის. წინა რეკორდი რუნის ეკუთვნოდა.
. გრიზმანმა ნაკრებში 28-ე საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც ბოლო 50 წელიწადში მათ გუნდში საუკეთესო შედეგია.
. საფრანგეთი 1930 წლის შემდეგ პირველი ნაკრებია, რომელმაც მის კარში დანიშნული ორი პენალტის მიუხედავად მატჩის მოგება შეძლო.
. კეინმა ეროვნულ გუნდში 53-ე გოლი გაიტანა და რუნის გაუთანაბრდა, რომელიც აქამდე რეკორდსმენი იყო.
. ამ საუკუნეში ინგლისი სამჯერ გამოვარდა მეოთხედფინალიდან და მხოლოდ ერთხელ გავიდა ნახევარფინალში.
. ინგლისს ტოპ-ჩემპიონატი უკვე 56 წელია არ მოუგია - უკანასკნელად 1966 წელს მუნდიალზე გაიმარჯვა.

ალ ჰორი. "ალ ბაითი". 68 895 მაყურებელი
ინგლისი - საფრანგეთი 1:2
გოლები: 0:1 ტჩუამენი (18), 1:1 კეინი (54, პენ), 1:2 ჟირუ (78)
გამოუყენებელი პენალტი: კეინი (84)

მკითხველის კომენტარები / 23 /
მაროკო ფინალშია,საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელთა 70% წარმოშობით აფრიკელები არიან,თანაც ტოტალიზატორით კაი კუშს მოხსნიან
კაკო
20:17 11-12-2022
0
ბლმ-მ ვერ გიშველათ. ვერც გეებმა?
გიორგი
16:45 11-12-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული