უცხოური ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი

"სამწუხაროდ, გუშინ ჩემი ოცნება დასრულდა" - რონალდოს ემოციური კომენტარი მაროკოსთან მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, კრიშტიანო რონალდომ გუშინ მუნდიალზე უკანასკნელი შეხვედრა გამართა, მისი პორტუგალიის ნაკრები მაროკოსთან (0:1) დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

კამერებმა ადვილად დააფიქსირეს გასახდელისკენ მიმავალი თვალცრემლიანი რონალდო...

5-გზის "ოქროს ბურთის მფლობელმა" თავის "ინსტაგრამ" გვერდზე რამდენიმე წუთის წინ განცხადება გამოაქვეყნა:

"პორტუგალიასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება ჩემი ყველაზე დიდი ოცნება და გამოწვევა იყო. უამრავი საერთაშორისო ტიტული მოვიპოვე, მათ შორის ეროვნულ ნაკრებშიც. მაგრამ ჩემი ქვეყნის სახელის უმაღლეს საფეხურზე აყვანა ყველაზე მეტად მსურდა.

ამ მიზნის შესასრულებლად ძალიან ბევრი ვიბრძოლე, ამის გამო ყველაფერი გავიღე, მინდორზე ყოველთვის
ბოლომდე ვიხარჯებოდი, ბრძოლაზე უარი არასდროს მითქვამს.

სამწუხაროდ, გუშინ ოცნება დასრულდა. გასულ დღეებში მრავალი ჭორი, სიცრუე გავრცელდა, მინდა, ყველამ იცოდეთ, რომ ჩემი ერთგულება პორტუგალიისადმი არც ერთი წუთით არ შეცვლილა. ჩემი ქვეყნისა და კოლეგებისთვის ზურგი არასდროს შემიქცევია.

ამჟამად მეტს ვერაფერს ვიტყვი. მადლობა პორტუგალიასა და კატარს. ამ ტიტულის მოგებაზე ოცნება მაინც მშვენიერი იყო... იმედი მაქვს, ამინდი თითოეული ადამიანისთვის კარგი მრჩეველი იქნება და სწორი დასკვნების გამოტანის საშუალება ექნებათ" - წერს რონალდო სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, კრიშიტანო ჯერჯერობით უგუნდოდაა, ბოლო ცნობების მიხედვით, მისი ევროპულ ფეხბურთში დარჩენის ალბათობა არც ისე მაღალია.

altმუნდიალის გამორჩეული მომენტები - ემოციები, გამარჯვების სიხარული, მარცხის ცრემლები... [VIDEO]

altასეთ დასასრულს ვერ წარმოვიდგენდით... ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ