კროოსი: ცუდი არ იქნება, ჩემპიონი მესი გახდეს - ხორვატების კარში პენალტი იყო

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველმა ტონი კროოსმა Real Total-თან ინტერვიუში მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა:

"მოდრიჩი არა მარტო მშვიდი ადამიანი, არამედ რეალურად მოაზროვნეა. თქვა, რომ ამ მსაჯთან ცუდი "გამოცდილება" აქვს. ეს არანაირად არაა პენალტთან დაკავშირებული. ჩემი აზრით, თერთმეტმეტრიანი იყო. არბიტრმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მოდრიჩისთვის ჯერ არ მიმიწერია. ერთ დღეს ვაცდი. ვიცი, ასეთი მატჩების შემდეგ ორი ათას შეტყობინებას იღებ და ყველას ვერ უპასუხებ. სჯობია მაშინ დავუკავშირდე, როდესაც ყველაფერი დაწყნარდება.

ვის ვუგულშემატკივრებ ფინალში? საფრანგეთის ნაკრებში ჩემი ორი თანაგუნდელი თამაშობს (ორელენ ტჩუამენი და ედუარდუ კამავინგა). თუმცა, ისეთი კარიერით,
როგორიც მესის აქვს, ცუდი არ იქნება, მსოფლიო ჩემპიონი გახდეს".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვახ რა სტრანია რეალის მოთამაშისგან ამის მოსმენა, ყოჩაღ პატივისცემა ჩემგან
ABCABC
18 დეკემბერი 2022 20:04
0
კროოსის კომენტარი ყველაზე მაღალი შეფასებაა
ზაკო
16 დეკემბერი 2022 07:58
1
მიუხედავად იმისა რომ კრიშტიანოს ფანი ვარ ვფიქრობ რო ეს ორი უდიდესი ფეხბურთელი იმსახურებს მსოფლიოს ჩემპიონობას მესი ძაან ახლოსაა ამასთან ასე რომ გულწრფელად ვუსურვებ მესის და არგენტინის ფანებს მოგებას მაგრამ ასევე გულწრფელად ვამბობ საფრანგეთი ორი თავით ძლიერია არა მარტო არგენტინაზე არამედ მსოფლიოს ყველა ნაკრებზე რეალს მაგონებს როცა ჭირდება გაიტანს თამაშს ფრანგები კარნახობენ და შეუძლიათ ნებისმიერი მეტოქის სტრატეგიიდან გამომდინარე გადაწყობა მაგრამ ბურთი მრგვალია წარმატებები შანსები 30-70% ფრანგების სასარგებლოდ
ვახო
15 დეკემბერი 2022 23:53
8
მარტო ძლიერები რომ იგებდნენ ფინალში ბრაზილია საფრანგეთის ყურება მოგვიწევდა:)))))
გეთანხმები რომ საფრანგეთი არგენტინაზე ძლიერია. საფრანგეთს რომ ვუყურებ ვერ ვხვდები როგორ უნდა წააგოს ისე დომინირებს მოედანზე. მაგრამ რაც მსოფლიოზე გუნდები მინახია, ეს არგენტინა ყველაზე მონდომებული გუნდია სასწაული ენერგიით თამაშობენ ამიტომ შანსები ერთ თამშში, თან ფინალია 50/50-ზე მგონია.
ზურა
16 დეკემბერი 2022 06:40
1
შედით და ნახეთ პირველი არხის (1tv.ge) ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც სპორტულ გვერდზე წერია, რომ კატარი 2022-ის ფინალში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ლა ლიგიდან არიან! ასე რომ ინგლისის პრემიერლიგა მხოლოდ ფინანსებითაა წინ...
ლაშა
15 დეკემბერი 2022 23:13
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული