საკი: ახლა არგენტინა მესის ფეხთაა - ის ერის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობდა

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ არგენტინის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებაში ლეო მესის მიერ შეტანილი წვლილი "გაძეტა დელო სპორტთან" ინტერვიუში აღნიშნა:

"როდესაც მესიმ თასი ზეცისკენ აღმართა, მისი თვალები ცრემლებისგან სველი იყო. მე ლეოს მთელ განვლილ გზაზე ვფიქრობდი, იმაზე, რაც "ბარსელონაში" მოიგო, მის დრიბლინგზე, გოლებზე, "ოქროს ბურთებზე". თუმცა წყევლა ჰქონდა, რომლისგანაც გათავისუფლება არ შეეძლო. მუდმივად მარადონას ჩრდილში იყო და ეს ზეწოლას ახდენდა. ხშირად ეკითხებოდნენ, რა შეეძლო ნაკრებისთვის მიეცა და ეს ამწუხრებდა. თავისი ერის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობდა და ნაკრებთან ერთად წარმატებას რომ ვერ
მიაღწია, ტკივილს აყენებდა.

ახლა მთელი არგენტინა მის ფეხთაა. მე არ მინდა ვიმსჯელო, მიაღწია თუ არა მარადონას დონეს. ჩემპიონებს შორის ასეთ შედარებებს არ ვეთანხმები, რომლებიც სხვადასხვა ეპოქას მიეკუთვნებიან. მხოლოდ ერთი ვიცი: მარადონა ფენომენი იყო და მას კარგად ვიცნობდი. მე ვიცი, მესიც ფენომენია, თუნდაც სხვაგვარი".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ტიტულებით და სტატისტიკით აჯობა მარადონას ლაპარაკი არაა, მარა მარადონაზე მაგარი იყოო ვერასდროს ვერავიზე ვერ ვიტყვით მარადონა მარადონაა და ყოველთვის ასე იქნება.
Diego 10.
04:56 20-12-2022
7
მარადონას დროს მცველები რომ ისე დასჯილიყვნენ უხეშობისთვის ახლა რომ ისჯებიან ყველა მისი მოწინააღმდეგე გუნდი ცხრა კაცით თუ დაამთავრებდა თამაშს დიდი მიღწევა იქნებოდა
ირაკლი ქუთაისელი
13:36 20-12-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული