ნადალი: როდესაც მესიმ ექსტრა-ტაიმში გაიტანა, ცრემლები წამომივიდა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე As-თან ისაუბრა:

"ფინალზე ისე წავედი, როგორც შოუზე, ვინაიდან ესპანეთი 1/8-ფინალიდან გავარდა. გასაოცარი მატჩი იყო. ჩემი ფრანგი მეგობრები შემეცოდა, პარიზი და საფრანგეთი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. თუმცა, აგრეთვე ბევრი არგენტინელი მეგობარი მყავს.

როგორც სპორტის მოყვარულს, გამიხარდა, რომ მესიმ მუნდიალის თასი აღმართა. როდესაც ასეთი დიადი კარიერა კულმინაციას ასე აღწევს, როდესაც ასეთი მასშტაბის მოთამაშე ტიტულს მოიპოვებს, რომელიც აკლდა, იმის გათვალისწინებით, რაც ეს არგენტინისთვის ნიშნავდა... მე მომეჩვენა, რომ ეს სამართლიანი გახლდათ.

არგენტინას არ ვგულშემატკივრობდი, მაგრამ როდესაც მესიმ ექსტრა-ტაიმში
გაიტანა, ცრემლები წამომივიდა. ეს ემოციები განვიცადე, როცა დავინახე, რომ დიადი სპორტსმენი აღწევდა იმას, რაც აკლდა, რომ ამას განიცდიდა.

ფინალი ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით 70-ე წუთის შემდეგ. ეს სასწაულებრივი იყო".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ტელევიზორს ჩართავ და საინფორმაციოდან შხამი ინთხევა, ფეისბუქზე შეხვალ ნაცები დანარჩენ საქართველოს უკანასკნელი სიტყვებით გესლავენ, სპორტია და რონალდისტები მესისტებს ლანძღავენ. ერთს აგერ ფეხბურთელების შემოსავალი შურს გულშემატკივრებს ლუზერებს ეძახის და მსგავსი არაადეკვატური გამოხმაურება უამრავია! რა გჭირთ ,ასე რამ გაგაბოროტათ, ოჯახში სითბო გაკლდათ, ან წიგნი არ წაგიკითხავთ რამე ნორმალური ან ეკლესიაში არასდროს წირვას ან ლოცვას არ დასწრებიხართ? ასე რამ გაგამწარათ და რამ გაგაბოროტათ?
ვახო
13:40 25-05-2023
0
მართლა ვაიმე ხარ და იმასაც ვერ ხვდები ხიბლი რაშია ფეხბურთის და ზოგადად სპორტის
ზაკო
01:33 24-12-2022
2

სიახლეები პოპულარული