ნადალი: როდესაც მესიმ ექსტრა-ტაიმში გაიტანა, ცრემლები წამომივიდა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე As-თან ისაუბრა:

"ფინალზე ისე წავედი, როგორც შოუზე, ვინაიდან ესპანეთი 1/8-ფინალიდან გავარდა. გასაოცარი მატჩი იყო. ჩემი ფრანგი მეგობრები შემეცოდა, პარიზი და საფრანგეთი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. თუმცა, აგრეთვე ბევრი არგენტინელი მეგობარი მყავს.

როგორც სპორტის მოყვარულს, გამიხარდა, რომ მესიმ მუნდიალის თასი აღმართა. როდესაც ასეთი დიადი კარიერა კულმინაციას ასე აღწევს, როდესაც ასეთი მასშტაბის მოთამაშე ტიტულს მოიპოვებს, რომელიც აკლდა, იმის გათვალისწინებით, რაც ეს არგენტინისთვის ნიშნავდა... მე მომეჩვენა, რომ ეს სამართლიანი გახლდათ.

არგენტინას არ ვგულშემატკივრობდი, მაგრამ როდესაც მესიმ ექსტრა-ტაიმში
გაიტანა, ცრემლები წამომივიდა. ეს ემოციები განვიცადე, როცა დავინახე, რომ დიადი სპორტსმენი აღწევდა იმას, რაც აკლდა, რომ ამას განიცდიდა.

ფინალი ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით 70-ე წუთის შემდეგ. ეს სასწაულებრივი იყო".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ცაში აიყვანთ მერე დაანარცხებთ ხან შეაქებთ და ხან აკრიტიკებთ ჩემი აზრით ვიღაცის ცაში აყვანა გაღმერთება წარუმატებლების თემაა აბა დაფიქრდით ვინც აღმერთებთ უმეტესობა ლუზერები ხართ სამწუხაროდ ეს რეალობაა მიყვარს ფეხბურთი მაგრამ ადამიანი ვინც დილით ნაგავ ალაგებს ის ღებულობს 2000 და ვინც ბურთს აგორავებს ხალხო ბურთს აგორვებს არანაირი სარგებელი ცვხირ აწეული დადის მილიონებს იღებს ბურთის გორაობაში იმიტომ რომ თქვენნაირი ლუზერები აღმერთებენ რისთვის თქვენც არ იცით რო მიხვიდეთ გამარჯობას არ გეტყვით ერთ ლარიანს არ მოგცემს მშიერი რომ მოკვდე მეცოდება კაცობრიობა სპორტი კარგია მაგრამ როგორ შეიძლება დრაჩუნს მისცე ამდენი ყველამ რომ ბურთი აგორაოს კაცობრიობა ორ დღეში დაჭამს ერთმანეთს ან ჩემს ფ:::::::: თუ მოიგო და თუ არ მოიგებს ის დააფასეთ ვისზეც დგას კაცობრიობა ვინც წვლილი შეიტანა ვინც აშენებს ვისაც ნაგავი გააქვს და ა.შ. ეხლა გამაკრიტიკეთ რადგან ლუზერები ხართ თქვენ რა დოზითაც უჭერთ მხარს არგენტინელები არ აფასებენ ასე ქართველი მაიც დააფასეთ თქვე უბედურებო მაგათი უჯიშო დედა ვატირე და იმათი კიდევ ვინც ამ დრაჩუნებს აბლატავებს სადაც უნდათ იქ გადავლენ არც პრინციპი აქვთ არც ღირსება ფულის გულისთვის ყველაფერს აკეთებენ
ვაიმე
23:46 23-12-2022
8
ტელევიზორს ჩართავ და საინფორმაციოდან შხამი ინთხევა, ფეისბუქზე შეხვალ ნაცები დანარჩენ საქართველოს უკანასკნელი სიტყვებით გესლავენ, სპორტია და რონალდისტები მესისტებს ლანძღავენ. ერთს აგერ ფეხბურთელების შემოსავალი შურს გულშემატკივრებს ლუზერებს ეძახის და მსგავსი არაადეკვატური გამოხმაურება უამრავია! რა გჭირთ ,ასე რამ გაგაბოროტათ, ოჯახში სითბო გაკლდათ, ან წიგნი არ წაგიკითხავთ რამე ნორმალური ან ეკლესიაში არასდროს წირვას ან ლოცვას არ დასწრებიხართ? ასე რამ გაგამწარათ და რამ გაგაბოროტათ?
ვახო
13:40 25-05-2023
0

სიახლეები პოპულარული