"2034 წლის მუნდიალი, შესაძლოა, კვლავ ზამთარში, ალკოჰოლის გარეშე და LGBT თემის მიმართ გზავნილი - რას ვიხილავთ 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საუდის არაბეთში

AutoSharing Option
2034 წლის მუნდიალი, შესაძლოა, კვლავ ზამთარში გაიმართოს. ამის შესახებ საუდის არაბეთის სპორტის სამინისტროში სტრატეგიული დაგეგმვისა და ინვესტიციების საკითხებში მინისტრის მოადგილემ, ჰამად ალბალავიმ განაცხადა.

მოგეხსენებათ, საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა სურს და FIFA ოფიციალურ გადაწყვეტილებას 11 დეკემბერს, მორიგ კონგრესზე დაასახელებს.

ალბალავიმ Sky Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ტურნირზე ალკოჰოლი დაშვებული არ იქნება, LGBT თემის ადამიანებს კი პატივისცემით მოექცევიან და მათ საუდის არაბეთში ჩასვლა შეუძლიათ. 

"წელიწადის რომელ დროს ჩატარდება ტურნირი, ეს გა
დაწყდება FIFA-ს, კონფედერაციების, ლიგებისა და საფეხბურთო ასოციაციების დისკუსიების შემდეგ, რომელში მონაწილეობასაც ჩვენც მივიღებთ.

მზად ვართ, მუნდიალს მაშინ ვუმასპინძლოთ, როდესაც ამას მოგვთხოვენ. იქნება თუ არა ალკოჰოლი დასაშვები? - ჩვენ უკვე ასზე მეტ სპორტულ ღონისძიებას და დაახლოებით 3 მილიონ ადამიანს ვუმასპინძლეთ.

მათ მშვენივრად გაატარეს დრო და აღმოაჩინეს, თუ რას გვთავაზობს საუდის არაბეთი - გართობა, ხელოვნება, მუსიკა, კულტურა და მემკვიდრეობა.

ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული თითოეული ადამიანი ნახავს სტუმართმოყვარე ხალხს. სიამოვნებით მივიღებთ ყველა ჩვენს სტუმარს. მე ვეუბნები LGBT თემის ადამიანებს, თქვენ პატივს გცემენ, თქვენ მოგესალმებიან საუდის არაბეთში და ეს პატივისცემა იქნება ყველასთვის მთელი მსოფლიოდან", - თქვა ალბალავიმ.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ჰამად! რას ბჟუტურობ და რას ბოდავ? წადი შენი, ლგებეტეც და შენი თავიც!
გიგა
14:18 25-09-2024
3
ლგბტ-ეობა ცხნობიერების აღრევაა და ფსიქოლოგების დახმარება სჭირდებათ,რას ბოდიალობს? ბარემ ,,კამოს" მიმდევრებსაც მიესალმოს
ადამიანი
13:05 25-09-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული