პოლ პოგბას უფროს ძმას კონტრაქტი არ გაუგრძელეს

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ნახევარმცველ პოლ პოგბას ორი უფროსი ძმა ჰყავს, ტყუპები ფლორენტენი და მატიასი. პირველი "სენტ ეტიენის" ღირსებას იცავს, მეორე კი ზამთარში შოტლანდიის "პატრიკიდან" როტერდამის "სპარტაში" გადავიდა, რომლის რიგებშიც 14 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ 26 წლის ცენტრფორვარდი ვერ აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს და დასრულებული კონტრაქტი არ გაუგრძელა.

ცნობისათვის, მატიასი ადრე "სელტაში", "კემპერში", "ქრიუში", "პესკარასა" და "კროლიში" ასპარეზობდა, ახლა კი თავისუფალი აგენტის სტატუსით ახალი ნავსაყუდელის ძიებაშია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული