ნეიმარი: არ მოვმკვდარვარ, ცოცხალი ვარ, როგორც არასდროს

AutoSharing Option
"გენგამთან" 3:0-ზე მოგებულ მატჩში პსჟ-ის ახალწვეულმა ნეიმარმა თავის სადებიუტო შეხვედრაში გოლიც გაიტანა, საგოლე გადაცემაც გააკეთა და ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:

"აბსოლუტურად მშვიდად ვარ. ვიცოდი, "ბარსელონას" დატოვება ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ აქ ყოფნა მახარებს. ხალხს ჰგონია, თითქოს "ბარსას" დატოვების შემდეგ ფეხბურთელები კვდებიან. მე ეს არ მეხება. პირიქით, ცოცხალი ვარ, როგორც არასდროს.

იმავე თამაშს ვთამაშობ და ბედნიერი გახლავართ. შეიცვალა ქვეყანა, ქალაქი, გუნდი, ფეხბურთი კი დარჩა. გამახარა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებამ, თუმცა მთავარი გამარჯვებაა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული