ლიგა ერთი. პსჟ შეუჩერებელია, ნეიმარი როლს იცვლის [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის ცენტრალურ შეხვედრაში "პარი სენ-ჟერმენმა" აქამდე ასევე უდანაკარგოდ მყოფი "სენტ ეტიენი" 3:0 გაანადგურა და ერთი შეხედვით, ეს ნეიმარის აქტიურობის გარეშე გააკეთა, თუმცა, მხოლოდ ერთი შეხედვით.

მსოფლიოს უძვირესმა ფეხბურთელმა, პსჟ-ს მაისურით გამართულ პირველ ორ შეხვედრაში აქტივში 3-3 გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. "სენტ ეტიენთან" გამართულმა შეხვედრამ მის სტატისტიკას ვერაფერი შესძინა, თუმცა ბრაზილიელმა აქტიური მონაწილეობა სამივე გოლში მიიღო.

მე-20 წუთზე, სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი მას შემდეგ დაინიშნა, რაც ნეიმარის გადაცემით საჯარიმოში ბურთით აღმოჩენილი კავანი წაიქცა. ბრაზილიელმა ურუგვაელს პენალტის შესრულების უფლება სთხოვა, მაგრამ
უარი მიიღო.

51-ე წუთზე ბრაზილიური გოლი გავიდა: ნეიმარმა მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, მარკინიოსმა მკერდით დაუგდო ტიაგო მოტას და მანაც ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა.

89-ე წუთზე, ნეიმარმა მარჯვენა ფლანგზე მარტოდმარტო მყოფი მონიე მოძებნა, ხოლო მის ჩაწოდებას კავანის ქუსლით დარტყმა და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება მოჰყვა.

პსჟ - სენტ ეტიენი 3:0
პსჟ
: არეოლა, მონიე, მარკინიოსი, კიმპემბე, კურზავა (ბერშიშე 80), პასტორე (ლო სელსო 84), მოტა, რაბიო, დი მარია (დრაქსლერი 83), კავანი, ნეიმარი
სენტ ეტიენი: რუფიე, იანკო, პიერ-გაბრიელი, პერინი, თეოფილე-კათერინი, გაბრიელი (ლაკრუა 72), დაბო, სელნაესი, მაიგა (პაჟო 66), ამუმა (ტანანე 78), ბამბა
გოლები: 1:0 კავანი 20 (პენ), 2:0 მოტა 51, 3:0 კავანი 89

შაბათი. 26 აგვისტო
ნანტი-ლიონი 19:15
ამიენი-ნიცა 22:00
ბორდო-ტრუა 22:00
კაენი-მეცი 22:00
დიჟონი-მონპელიე 22:00
ტულუზი-რენი 22:00
კვირა. 27 აგვისტო
გენგამი-სტრასბური 17:00
ანჟერი-ლილი 19:00
მონაკო-მარსელი 23:00

ბომბარდირები: 5 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ედინსონ კავანი (პსჟ); 3 - მარიანო დიასი (ლიონი), ნაბილ ფეკირი (ლიონი), კლინტონ ნ"ჟიე (მარსელი), ნეიმარი (პსჟ).


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული