ნეიმარს ალექსის სანჩესთან ერთად თამაში უნდა

AutoSharing Option
"პარიზიენის" ცნობით, პსჟ ზაფხულში ურუგვაელი თავდამსხმელის ედინსონ კავანის სასურველ ფასად გაყიდვას და მის ნაცვლად ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელის ალექსის სანჩესის შეძენას შეეცდება.

თურმე,  სანჩესის ტრანსფერის გაჩარხვას "პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტს ნასერ ელ ჰელაიფის ფორვარდი ნეიმარი აძალებს, რომელსაც როგორც ჩანს, გუნდში უკვე დიდი გავლენა აქვს. ცნობისათვის, ალექსისს "მეთოფეებთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება, თავისუფალი აგენტი ხდება, პარიზულ კლუბს უნდა მუქთად ჩაიგდოს ხელში და წლიურ გასამრჯელოდ 11.5 მილიონ ევროს პირდება.

"დონ ბალონი" კი იუწყება, რომ კავანის სამსახურით მადრიდის "რეალი" დაინტერესდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული