მესამეადგილოსანი "მარსელი" ტურს "სტრასბურთან" სტუმრობით დაასრულებს. კლაუდიო რანიერის "ნანტი", რომელსაც 8 თამაშის მერე მხოლოდ 6 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ მე-4 ადგილზეა, "ბორდოს" სტუმრობს.
პსჟ-ს ტრავმამოშუშებული ხავიერ პასტორე უბრუნდება, თუმცა, დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებენ იულიან დრაქსლერი, ტიაგო მოტა, მარკო ვერატი და ტიაგო სილვა.
ფაქტები
- პსჟ-მა ლიგა 1-ში ბოლო 8 შეხვედრიდან 7 მოიგო.
- პსჟ-მა "დიჟონს" ბოლო 4 დაპირისპირება მოუგო.
- "მონაკომ" სტუმრად ლიგა 1-ის ბოლო 10 მატჩიდან 9 მოიგო.
- ბოლო 6 მატჩია "ლიონს" შინ თამაშში 3 გოლი მაინც გააქვს.
- "მარსელს" ბოლო 19 ტურიდან 17-ში არ წაუგია.
- "სტრასბური" ბოლო 6 ტურია, ვერ იგებს.
პარასკევი, 13 ოქტომბერი
ლიონი-მონაკო 22:45
შაბათი, 14 ოქტომბერი
დიჟონი-პსჟ 19:00
კაენი-ანჟერი 22:00
გენგამი-რენი 22:00
ლილი-ტრუა 22:00
სენტ ეტიენი-მეცი 22:00
ტულუზი-ამიენი 22:00
კვირა, 15 ოქტომბერი
ბორდო-ნანტი 17:00
მონპელიე-ნიცა 19:00
სტრასბური-მარსელი 23:00
ბომბარდირები: 12 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 8 - ედინსონ კავანი (პსჟ); 6 - მარიანო დიასი (ლიონი), ნეიმარი (პსჟ).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"