შედეგად, ჩემპიონი "ოლიმპიკ პარკზე" 2:3 დამარცხდა. ლეონარდო ჟარდიმის გუნდი ფრესთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ნაბილ ფეკირმა მე-4 დამატებულ წუთზე საჯარიმო გაიტანა.
ფეკირი ლაკაზეტის ჩრდილიდან გამოვიდა. ის ახლა "ლიონის" ნამდვილი ლიდერია, ხუთგოლიან თრილერში კი მან დუბლი და საგოლე პასი მიითვალა. 24 წლის ფორვარდი სუპერფორმაშია.
ბრუნო ჟენეზიო (ლიონი): "დღეს ფორტუნა, რომელიც აქამდე არ გვწყალობდა, ჩვენს მხარეზე იყო - "მონაკომ" მეორე ტაიმში
ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "თანაბარი მატჩი იყო. პირველ ტაიმში დაცვაში ვცდებოდით, მეორეში ბურთს უკვე ჩვენ ვაკონტროლებდით. დიდებული შანსი გვქონდა, 3:2 დავწინაურებულიყავით, მაგრამ ბოლოს ჯარიმით აქეთ მივიღეთ გოლი. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა დღეს კარგად ითამაშეს, რაც მომავლისთვის იმედიანად განგვაწყობს".
პსჟ-ის გმირი არა ნეიმარი ან კილიან მბაპე, არამედ ბელგიელი მცველი თომას მონიე გამოდგა, რომელმაც "დიჟონს" ორი გოლი გაუტანა. მაშინ, როცა ჟანომ თამაშის მიწურულს შორიდან მეკარე არეოლას გაუტანა, ბევრმა ჩათვალა, რომ "დიჟონმა" ქულა იხსნა, მაგრამ სხვა აზრზე იყო 26 წლის ბელგიელი, რომელმაც მბაპეს ჩაწოდებულს ფეხი დაუხვედრა.
თომას მონიე (პსჟ): "როგორც წესი, გოლები მბაპეს და ნეიმარს გააქვთ, მაგრამ გასახდელში ვთქვი, რომ დღეს ჩემმა 6-მა მილიონმა მათ 400-ს აჯობა".
უნაი ემერი (პსჟ): "მძიმე მატჩი იყო. განსაკუთრებით ეს იგრძნობა სანაკრებო პაუზის შემდეგ. პირველი ტაიმი დაძაბული იყო, მაგრამ შესვენებაზე დაწყნარება და შეტევაზე გადასვლა მოვილაპარაკეთ. გოლების გატანა თითქმის შეუძლებელი იყო, მაგრამ გუნდმა მიზანს მაინც მიაღწია, თანაც, დამსახურებულად".
ფაქტები
- 2017 წელს ლიგა 1-ში, საშინაო მატჩებში ყველაზე მეტი გოლი "ლიონმა" გაიტანა - 44.
- ნაბილ ფეკირმა ამ სეზონში "ლიონის" ხუთივე საშინაო მატჩში გაიტანა.
- ნაბილე ფეკირმა ამ სეზონის 9 მატჩში 11 გოლში მიიღო მონაწილეობა (7 გოლი, 4 საგოლე პასი).
- ამ სეზონში თომას მონიემ (პსჟ) კლუბსა და ნაკრებში 13 გოლში მიიღო მონაწილეობა (6 გოლი, 7 საგოლე პასი).
- "დიჟონთან" მატჩის I ტაიმში ნეიმარი ერთხელაც ვერ შეეხო ბურთს მეტოქის საჯარიმოში.
- "სენტ ეტიენმა" ზედიზედ მე-11 მატჩი არ წააგო შინ "მეცთან".
- ბოლო 16 ტურში "ტულუზმა" მხოლოდ მესამე გამარჯვება მოიპოვა.
- "რენმა" ბოლო ათი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო და უკვე 6 წააგო.
- "ანჟერმა" კაენს ლიგა 1-ში ბოლო 7 მატჩიდან 6 მოუგო.
- "ლილმა" სამმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.
- ბოლო 11 მატჩიდან 10-ში მალკომი (ბორდო) შეხვედრაში ერთ გოლში მაინც იღებდა მონაწილეობას - 5 გოლი, 6 საგოლე პასი.
- "ნიცამ" ამ სეზონში უკვე 5 მატჩი წააგო ლიგა 1-ში, რაც ერთით მეტია, ვიდრე 2016/17 წლების სეზონში (4 მარცხი).
- სტივ მანდანდამ "მარსელის" მაისურით 453 მატჩი ითამაშა და ამ მაჩვენებლით კლუბის რეკორდსმენი გახდა.
ლიონი-მონაკო 3:2
გოლები: 1:0 მარიანო დიასი (11), 1:1 რონი ლოპეში (17), 2:1 ფეკირი (23), 2:2 ა. ტრაორე (34), 3:2 ფეკირი (94)
ლიონი (4-2-3-1): ანტონი ლოპეში - ტეტე, მ. დიაქაბი, იანგა-მბივა, მენდი (84. მარშალი) - ნდომბელე (80. მაოლიდა), ტუსარი - ბ. ტრაორე (60. დეპაი), ფეკირი, აუარი - მარიანო დიასი
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ა. ტურე, გლიკი, ჟემერსონი, კონგოლო - მეიტე, ჟოაო მოუტინიო - რონი ლოპეში, ა. ტრაორე (80. ტილემანსი), ლემარი (89. ბოშილია) - ბ. კეიტა (92. კარილიო)
დიჟონი-პსჟ 1:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 მონიე (71), 1:1 ჟანო (87), 1:2 მონიე (91)
პსჟ (4-3-3): არეოლა - მონიე, მარკინიოსი, კიმპემბე, ი. ბერჩიჩე - დანი ალვეში, რაბიო, დრაქსლერი (73. ლო სელსო) - დი მარია (77. ლუკას მოურა), მბაპე, ნეიმარი
კაენი-ანჟერი 0:2
გოლები: 0:1 ეკამბი (49), 0:2 ფულხინი (59)
გენგამი-რენი 2:0
გოლები: 1:0 დიალო (57), 2:0 ბრიანი (89)
გაძევება: ხაზრი (66. რენი)
ლილი-ტრუა 2:2
გოლები: 0:1 დარბიონი (3), 1:1 ლ. არაუჟო (12), 2:1 მენდეში (74), 2:2 ნიანე (92-პენ)
გაძევება: ედგარი (91. ლილი)
სენტ ეტიენი-მეცი 3:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 დიანე (21), 1:1 პაჟო (74), 2:1 კაფუ (85-საკ. კარში), 3:1 მაიგა (94)
გამოუყენებელი პენალტი: დაბო (85. სენტ ეტიენი)
ტულუზი-ამიენი 1:0
გოლი: 1:0 დელორი (40)
გაძევება: გუანო (93. ამიენი)
ბორდო-ნანტი 1:1
გოლები: 0:1 ნაკულმა (45), 1:1 მალკომი (47)
მონპელიე-ნიცა 2:0
გოლები: 1:0 სესენიონი (55), 2:0 მბენზა (74)
სტრასბური-მარსელი 3:3
გოლები: 0:1 პაიე (6), 1:1 აოლუ (32), 1:2 ბ. კონე (48-საკ. კარში), 2:2 ბ. კონე (60), 3:2 ლინარი (75), 3:3 მიტროღლუ (89)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - საკაი (85. მაქსიმ ლოპესი), რამი, როლანდო, ამავი - სანსონი, ზამბო ანგისა - ტოვენი (77. ჟერმენი), პაიე, ნ"ჟიე (46. სარი) - მიტროღლუ.
ბომბარდირები: 12 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 8 - ედინსონ კავანი (პსჟ); 7 - მარიანო დიასი (ლიონი), ნაბილ ფეკირი (ლიონი).
მომდევნო ტური
20 ოქტომბერი: სენტ ეტიენი-მონპელიე;
21 ოქტომბერი: მონაკო-კაენი, ამიენი-ბორდო, ანჟერი-ტულუზი, მეცი-დიჟონი, ნანტი-გენგამი, რენი-ლილი;
22 ოქტომბერი: ნიცა-სტრასბური, ტრუა-ლიონი, მარსელი-პსჟ.
პსჟ-ს მატჩის გმირს, თუ თამაში არ გინახავთ, ვერაფრით გამოიცნობთ. ამასობაში კი ჩემპიონი "მონაკო" პარიზელთა მდევრად ვერ გამოდგა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"