ომი და ყაიმი "ველოდრომზე"

AutoSharing Option
ჭირის დღესავით ვერ იტანენ ერთმანეთს პარიზელები და მარსელელები, ქედმაღალი დედაქალაქელები პროვანსელებს პროვინციალებად მოიხსენიებენ, მათი გუნდების შეხვედრა ნამდვილი ომია და არა აქვს მნიშვნელობა რომელი გუნდი როგორ ფორმაშია და რომელი საფეხური უკავია სატურნირო ცხრილში.

დილიდანვე დიდი აჟიოტაჟი იყო მარსელში, გულშემატკივრებმა იჩხუბეს, ერთმა ტელეარხმა კი ამ შეხვედრისას მხოლოდ ნეიმარისა და დმიტრი პაიეს თამაში აჩვენა კომენტარების გარეშე.

რაც "პარი სენჟერმენს" ნასერ ელ ჰელაიფი ჩაუდგა სათავეში, "ოლიმპიკს" 14 მატჩიდან 12 მოუგეს და 2 ფრედ დასრულდა. 27-ე წუთზე ლუის გუსტავომ 27 მეტრიდან დაარტყა ბურთი, მეკარე არეოლას
"ჩაეძინა" და ანგარიში გაიხსნა. თუმცა, მასპინძელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - სულ მალე ნეიმარმა მანდანდას კარი დალაშქრა.

ნაანტრაქტევს "მარსელმა" დიდი ძალებით შეუტია, პარიზელები თავს იცავდნენ, სულ გაგიჟდნენ ფანები, ნეის კუთხურის მოწოდებისას თავზე ნაგავი დააყარეს და სტანდარტი მხოლოდ მას შემდეგ შეასრულა, რაც სტიუარდები ამოეფარნენ.

მე-78 წუთზე ტოვენმა ისევ დააწინაურა "მარსელი", 87-ე წუთზე ნეიმარმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. თითქოს ყველაფერი გარკვეული გახლდათ, მაგრამ მსაჯის მიერ ძირითადი დროისათვის წამატებულ მე-3 წუთზე კავანიმ მოახერხა მანდანდასთვის გამყაიმებელი ბურთის შეგდება. ასე დასრულდა პირთამდე სავსე 67-ათასიან "ველოდრომზე" დრამატული შეხვედრა.
ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ