პატრის ევრა დროებით გუნდიდან მოკვეთეს

AutoSharing Option
იმის გამო, რომ ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში, გიმარაეშში" ვიტორიასა" და მარსელის "ოლიმპიკის" მატჩის დაწყებამდე სტუმართა გუნდის 36 წლის მცველმა პატრის ევრამ გულშემატკივარს სახეში ფეხი ჩაარტყა, კლუბის პრეზიდენტმა ჟაკ-ანრი ეირომ დროებით აუკრძალა გუნდში ვარჯიში და თამაში.

ევრას მოგვიანებით დაიბარებენ და აუწყებენ თუ კონკრეტულად როგორ დასჯიან.

საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა რაიმონ დომენეკმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:"არავითარი სუიციდური გადახრები ადრე არ ქონია, მაგრამ რაც ახლა ჩაიდინა, ნამდვილი თვითმკვლელობაა. მძიმე დღეებში ის ნაკრების ლიდერი იყო, კოლექტივს კრავდა, კონფლიქტებს არეგულირებდა. ემოციებს აყვა. იცის, ეს
მისთვის კარიერის დასასრულია. მისი მესმის, მაგრამ გამართლება არ შემიძლია.

შეიძლება თუ არა ზიდანის კარიერის დასრულებასთან პარალელის გავლება? ვფიქრობ, შეიძლება".