არადა, სამმა გრანდმა გამოკვეთილი ლიდერების გარეშე ითამაშა. პსჟ-ს ბოლო მომენტში დააკლდა ნეიმარი, "მონაკოს" არ ჰყავდა რადამელ ფალკაო, ხოლო "მარსელს" - დიმიტრი პაიე.
პსჟ "ანჟერს" ესტუმრა და კილიან მბაპესა და ედინსონ კავანის დუბლებით გავიდა ფონს. ერთი გოლიც იულიან დრაქსლერის ანგარიშზეა. მბაპეს ბოლო დროს ხშირად აკრიტიკებდნენ, ამიტომაც თინეიჯერის პასუხი (მან ერთი საგოლე პასიც მიითვალა) დროული იყო, ხოლო კავანი ამით ბომბარდირთა დავაში ფალკაოს წამოეწია, ლიგა 1-ში კი მე-100 და 101-ე გოლები გაიტანა.
უნაი ემერი (პსჟ): "თამაშის წინ ბევრი ვილაპარაკეთ საგარეო მატჩებზე, რომლებშიც ბოლო დროს სიტუაციას ბოლომდე ვერ ვაკონტროლებდით. დღეს აქ ჩვენი უპირატესობა ნათელი იყო. ისე ვითამაშეთ, როგორც "ნიცასთან" და "ანდერლეხტთან". უკვე პირველ 30 წუთში ხუთი აშკარა საგოლე მომენტი გვქონდა".
ფალკაოს არყოფნაში დუბლები შეასრულეს გუიდო კარილიომ და ადამა ტრაორემ, თითო გოლი ბალდე კეიტამ და ფაბინიომ გაიტანეს. ასე რომ, ჩემპიონი აგრძელებს ლიდერის დევნას.
ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, სამ ფეხბურთელს მივეცით შანსი. ტურემ, ტრაორემ და კარილიომ შესანიშნავად ითამაშეს, მათ აშკარად გაგვაძლიერეს. ყველაზე მნიშვნელოვანია არა ეპიზოდურად, არამედ, სტაბილურად კარგი თამაში. პარიზელები ყველას სჯობნიან, მაგრამ ამ ეტაპზე მათზე არ ვფიქრობთ. სულ ოთხი ქულა გვაშორებს, როცა შევხვდებით, თუ ვაჯობებთ, სხვაობა ქულაღა დარჩება".
"მარსელში" იყოჩაღა ფლორიან ტოვენმა, რომელიც დიდებულ ფორმაშია, ტოვენმა დუბლი და ერთი საგოლე პასი მიითვალა "კაენთან" მატჩში.
სხვა მატჩებიდან "ნიცაში" მარიო ბალოტელის გამარჯვების გოლსა და მერე ენით აუწერელ უხეშობას აღვნიშნავთ მეტოქის ნახევარზე, რის გამოც სუპერმარიო "დიჟონთან" გააძევეს. ასევე აღვნიშნავთ "ამიენის" მცველის, დანილო ავილარის სუპერგოლს ზლატან იბრაჰიმოვიჩის სტილში "მონპელიესთან" თამაშში.
დიდი ანგარიშით მოგებებში, ბუნებრივია, ყველაზე მეტად "ლიონისა" ფასობს, რადგან ამ გუნდმა სტუმრად "სენტ ეტიენი" დაამარცხა.
ფაქტები
- ედინსონ კავანი (პსჟ) გახდა მესამე ფეხბურთელი, ვინც 100-ზე მეტი გოლი გაიტანა ორ ტოპ-ჩემპიონატში. მან 118 გოლი სერია A-ში გაიტანა, 101 - ლიგა 1-ში. აქამდე ეს მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და გონსალო იგუაინმა შეძლეს.
- კილიან მბაპემ 20 გოლი გაიტანა ლიგა 1-ში და ჩემპიონატის ისტორიაში 20-წლამდელთა შორის ყველა დროის ბომბარდირი გახდა, მან ქარიმ ბენზემას გაუსწრო.
- "ნიცამ" მარიო ბალოტელის წყალობით 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
- ნაბილ ფეკირმა (ლიონი) ბოლო 7 დარტყმით კარში 5 გოლი გაიტანა.
- ფლორიან ტოვენმა (მარსელი) 2017 წელს ლიგა 1-ში 25 გოლში მიიღო მონაწილეობა (15 გოლი, 10 საგოლე პასი).
- "მარსელს" პირველ ტაიმში "კაენთან" ბურთის ფლობის 79 პროცენტი ჰქონდა, რაც სეზონის რეკორდია.
- ბოლო ორ სეზონში მარიო ბალოტელიმ 3 წითელი ბარათი მიიღო, ყველაზე მეტი ტოპ-5 ლიგების ფორვარდებს შორის.
- "ნანტმა" ჩემპიონატში ზედიზედ 4 საშინაო მატჩი მოიგო, რაც 2002 წლის მერე პირველად მოხდა.
- "მონაკომ" 6 და მეტი გოლი ბოლო 15 საშინაო მატჩში მეორედ გაიტანა, მაშინ როცა, წინა 229 მატჩშიც ორჯერ შეძლო ეს.
- 2006/07 წლების სეზონის შემდეგ ალმამი ტურე (მონაკო) გახდა პირველი მცველი ვინც ერთ მატჩში სამი საგოლე პასი გააკეთა.
- დანი ალვეშმა (პსჟ) ერთ მატჩში ორი საგოლე პასი 2015 წლის მერე პირველად გააკეთა.
- "ბორდომ" 26 ჯარიმა "აიკიდა" "რენთან" მატჩში, რაც ამ გუნდისთვის 2011 წლის მერე სარეკორდო მაჩვენებელია.
- მარიანო დიასი ბოლო 40 წელიწადში "ლიონის" პირველი ფეხბურთელია, ვინც 9 გოლი გაიტანა პირველ 12 ტურში.
რენი-ბორდო 1:0
გოლი: 1:0 ტულალანი (11-საკ. კარში)
ანჟერი-პსჟ 0:5
გოლები: 0:1 მბაპე (5), 0:2 დრაქსლერი (14), 0:3 კავანი (30), 0:4 კავანი (60), 0:5 მბაპე (84)
პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში (64. მონიე), ტიაგო სილვა, კიმპემბე, კურზავა - ვერატი, რაბიო, დრაქსლერი (65. ლო სელსო) - მბაპე, კავანი (73. ლუკას მოურა), პასტორე
მონაკო-გენგამი 6:0
გოლები: 1:0 კარილიო (10), 2:0 ა. ტრაორე (27), 3:0 ბ. კეიტა (36), 4:0 ფაბინიო (45+1), 5:0 ა. ტრაორე (75), 6:0 კარილიო (78)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი (46. ბენალიო) - ა. ტურე, გლიკი, რაგი, ჟორჟე - ტილემანსი, ფაბინიო - რონი ლოპეში (77. ღეზალი), ა. ტრაორე, ბ. კეიტა (80. ბოშილია) - კარილიო
მონპელიე-ამიენი 1:1
გოლები: 1:0 სიო (82), 1:1 აველარი (88)
ნანტი-ტულუზი 2:1
გოლები: 1:0 თომასონი (16), 1:1 ბლინი (60), 2:1 სალა (67)
ტრუა-სტრასბური 3:0
გოლები: 1:0 სუკი (48), 2:0 ქაუი (55), 3:0 ნიანე (92)
გაძევება: და კოშტა (31. სტრასბური)
ნიცა-დიჟონი 1:0
გოლი: 1:0 ბალოტელი (40-პენ)
გაძევება: ბალოტელი (89. ნიცა)
მარსელი-კაენი 5:0
გოლები: 1:0 ლუის გუსტავო (43), 2:0 ტოვენი (47), 3:0 სანსონი (52), 4:0 მიტროღლუ (76), 5:0 ტოვენი (81)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - საკაი, რამი (86. დორია), აბდენური, ამავი - ზამბო ანგისა, ლუის გუსტავო - ტოვენი (82. მ. ლოპესი), სანსონი (73. ჟერმენი), ოკამპოსი - მიტროღლუ
მეცი-ლილი 0:3
გოლები: 0:1 პეპე (45+1-პენ), 0:2 ბალული (67), 0:3 პეპე (87)
სენტ ეტიენი-ლიონი 0:5
გოლები: 0:1 დეპაი (10), 0:2 ფეკირი (25), 0:3 მარიანო დიასი (58), 0:4 ბ. ტრაორე (65), 0:5 ფეკირი (84)
ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - ტეტე, მარსელო, მორელი, მარშალი (79. მენდი) - ტუსარი (79. ნდომბელე), ოარი - ბ. ტრაორე, ფეკირი, დეპაი - მარიანო დიასი
გაძევება: ლაკრუა (47. სენტ ეტიენი)
ბომბარდირები: 13 - ედინსონ კავანი (პსჟ), რადამელ ფალკაო (მონაკო); 11 - ნაბილ ფეკირი (ლიონი), 9- მარიანო დიასი (ლიონი); 7 - ნეიმარი (პსჟ); 6 - მარიო ბალოტელი (ნიცა), მემფის დეპაი (ლიონი).
მომდევნო ტური
17 ნოემბერი: ლილი-სენტ ეტიენი, ამიენი-მონაკო;
18 ნოემბერი: პსჟ-ნანტი, დიჟონი-ტრუა, გენგამი-ანჟერი, სტრასბური-რენი, ტულუზი-მეცი;
19 ნოემბერი: კაენი-ნიცა, ლიონი-მონპელიე, ბორდო-მარსელი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"