ბენზემა: სანამ დეშამი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელია, ჩემთვის მისი კარი დაკეტილია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ "ეკიპისთვის" მიცემულ ინტერვიუში ნაკრებში დაბრუნების შესაძებლობაზე ისაუბრა:

"რა თქმა უნდა, მინდა ნაკრებში დაბრუნება. დიდებული სეზონი ჩავატარე, მაგრამ ევროპირველობაზე მონაწილეობა ვერ მივიღე. დეშამთან არანაირი უთანხმოება არა მაქვს, თუმცა ვიცი, სანა ნაკრების მწვრთნელია, ჩემთვის ეროვნული გუნდის კარი დაკეტილია. ევროპირველობის წინ არაფერი არ ამიხსნეს.

მუნდიალი? იმედს ვიტოვებ, რომ ამ უდიდეს ტურნირზე მონაწილეობას მივიღებ. ისე, მგონი თავს ვიტყუებ, 2.5 წელია ნაკრებში აღარა ვარ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული