პსჟ-მ "ნანტი" გაანადგურა, რანიერი კი იტალიის ნაკრების ჩასაბარებლად ემზადება [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის პირველობის მე-13 ტურში პსჟმ კლაუდიო რანიერის "ნანტი" დაამარცხა 4:1 და "მონაკო", რომელიც "ამიენს" დაუზავდა (1:1), 6 ქულით ჩამოიტოვა.

ამ შეხვედრაში დუბლი მიითვალა ფორვარდმა ედინსონ კავანიმ. მან ნამატჩევს ჟურნალისტებს უთხრა, ალბათ, ჩემს მიერ გატანილ გოლებზე მეტად ის გაინტერესებთ, თუ ვინ შეასრულებს თერთმეტმეტრიანს, გაცნობებთ, შემდეგ პენალტს ნეიმარი დაარტყამს, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ჩვენი გუნდის მწვრთნელმა უნაი ემერიმო.

ბარემ იმასაც გეტყვით, რომ არაა გამორიცხული, რანიერიმ "ნანტი" დატოვოს და იტალიის ნაკრები ჩაიბაროს. კარლო ანჩელოტიმ, რობერტო მანჩინიმ და მასიმილიანო ალეგრიმ სკუადრა აძურას გაწვრთნაზე უარი განაცხადეს,
რანიერიმ კი ფეხბურთის ფედერაციას თავად შესთავაზა თავისი კანდიდატურა.