კიდევ უფრო დიდია სხვაობა ამ გუნდების სათამაშო კონდიციებში - პარიზელები შინ თუ გარეთ ყველას ანგრევენ და ჩემპიონთა ლიგაზეც უპირველეს ფავორიტად მიიჩნევიან, "მონაკო" კი ლიგაზე ჯგუფში ჩარჩა, ახლა ტიტულის შენარჩუნებისთვის უნდა იბრძოლოს.
უნაი ემერი (პარი სენ-ჟერმენი): "კვირას "მონაკოს" წინააღმდეგ, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, ძალიან კარგი ტესტი გვექნება".
"ლილში" დიდი არეულობაა - სეზონის წინ ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხილი გუნდი ახლა
თუმცა მედია ამტკიცებს, რომ მიზეზი ისაა, რომ არგენტინელის გაშვება "ლილს" ძვირი დაუჯდება - "ელ ლოკო" კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ 14 მილიონ ევროს ითხოვს. "ლილი" ამ ტურში "მონპელიეს" სტუმრობს, რომელსაც თითქმის გაუვალი დაცვა ჰყავს.
ფაქტები
- "მონაკომ" ლიგა 1-ში ბოლო 16 მატჩიდან 15 მოიგო შინ.
- პსჟ-მა ლიგა 1-ში ბოლო 13 ტურიდან 11-ში იმარჯვა.
- წინა სეზონში "მონაკომ" პსჟ შინ 3:1 დაამარცხა და სტუმრად 1:1 ეთამაშა.
- "ლიონს" ჩემპიონატში 4-მატჩიანი მშრალი სერია აქვს - გოლი არ გაუშვია.
- "ლიონმა" ბოლო სამ საგარეო მატჩში, სულ მცირე, 3 გოლი მაინც გაიტანა თამაშში.
- "ლიონი" ბოლო 7 ტურია, დაუმარცხებელია.
- "გენგამმა" ბოლო 10 საგარეო მატჩიდან 9 წააგო საფრანგეთის ჩემპიონატში.
- "ლილს" ბოლო შვიდი საგარეო ტურიდან 5-ში გოლი არ გაუტანია.
საფრანგეთი. ლიგა 1. XIV ტური
პარასკევი, 24 ნოემბერი
სენტ ეტიენი-სტრასბური 23:45
შაბათი, 25 ნოემბერი
რენი-ნანტი 20:00
კაენი-ბორდო 23:00
დიჟონი-ტულუზი 23:00
მეცი-ამიენი 23:00
მონპელიე-ლილი 23:00
ტრუა-ანჟერი 23:00
კვირა, 26 ნოემბერი
ნიცა-ლიონი 18:00
მარსელი-გენგამი 20:00
მონაკო-პსჟ 23:59
ბომბარდირები: 15 - ედინსონ კავანი (პსჟ); 13 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 11 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 9 - მარიანო დიასი (ლიონი); 7 - ნეიმარი (პსჟ).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"