"მარსელს" უკვე 10 ქულით უსწრებს და თან, "მარსელს" ვერ განვიხილავთ დედაქალაქელთა რეალურ კონკურენტად.
უფრო წონიანებს, "მონაკოსა" და "ლიონს" პსჟ სულაც 12-12 ქულით უსწრებს. ემერისაც შეუძლია მშვიდად მიმართოს როტაციას. "სტრასბურთან" საგარეო მატჩში მწვრთნელი, დიდი ალბათობით, ნეიმარსა და ედინსონ კავანის დაასვენებს. ორი მთავარი ვარსკვლავის ადგილს სასტარტოში კი კილიან მბაპე და იულიან
"მარსელი" "მონპელიეს" სტუმრობს, რომელმაც 15 მატჩში მხოლოდ 8 გოლი გაუშვა და პსჟ-ზე უკეთესი დაცვა ჰყავს. "ლიონი" "კაენს" სტუმრად დაუპირისპირდება, რომელიც ბოლოდროინდელი უფერული თამაშების მიუხედავად, მეექვსე ადგილზეა.
ფაქტები
- ჩემპიონ "მონაკოს" სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
- პსჟ-მა ლიგა 1-ში ბოლო 17 საგარეო მატჩიდან 14 მოიგო.
- პსჟ-მა "სტრასბურთან" ბოლო 12 დაპირისპირებიდან მხოლოდ ერთი დათმო.
პარასკევი, 1-ლი დეკემბერი
დიჟონი-ბორდო 23:45
შაბათი, 2 დეკემბერი
სტრასბური-პსჟ 20:00
ლილი-ტულუზი 23:00
მონაკო-ანჟერი 23:00
ნიცა-მეცი 23:00
რენი-ამიენი 23:00
ტრუა-გენგამი 23:00
კვირა, 3 დეკემბერი
სტ. ეტიენი-ნანტი 18:00
კაენი-ლიონი 20:00
მონპელიე-მარსელი 23:59
ბომბარდირები: 17 - ედინსონ კავანი (პსჟ); 13 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 11 - ნაბილ ფეკირი (ლიონი), მარიანო დიასი (ლიონი); 9 - ნეიმარი (პსჟ); 8 - მემფის დეპაი (ლიონი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"