პსჟ-ს მწვრთნელის უნაი ემერის ბინა გაქურდეს

AutoSharing Option
დღეს ღამით, პარიზში მეშვიდე სართულზე პსჟ-ს მწვრთნელის უნაი ემერის ბინა გაქურდეს, რომელიც თავის გუნდთან ერთად "სტრასბურგთან" მატჩზე იმყოფებოდა.

ემერის ბინიდან ქურდებმა 7-ათასევროიანი Rolex-ის საათი, ძვირფასი სამაჯური და მისი მეუღლის Chanel-ის ორი ჩანთა წაიღეს, აგრეთვე ხელს გააყოლეს კლუბთან გაფორმებული ფინანსური დოკუმენტაცია და ნეიმარის მაისურები.

Le Point-ის ცნობით, უნაის ბინიდან მთლიანობაში 20 ათასი ევროს ღირებულების საქონელია გატანილი.


მკითხველის კომენტარები / 2 /
სააკაშვილის მიერ გაყრილი ქართველები ხომ არ იყვნენ.
ეჭვიანი
21:45 14-12-2017
0

სიახლეები პოპულარული