პსჟ "კაენს" მასპინძლობს და ფავორიტია. მასპინძელთა რიგებში მხოლოდ ახალგაზრდა ნახევარმცველის, ადრიენ რაბიოს თამაშია გამორიცხული ტრავმის გამო. შეიძლება დაბრუნდეს კაპიტანი ტიაგო სილვა, რომელიც პსჟ-ს ძალიან სჭირდება, რადგან წინა ტურში მისი შემცვლელი კიმპემბე გააძევეს და დისკვალიფიცირებულია.
ამ გუნდების ბოლო შეხვედრა "პარკ დე პრენსზე" მაისში 1:1 დასრულდა. არადა, შარშანდელი სეზონის პირველ მატჩში
ჩემპიონი "მონაკო" "რენს" მასპინძლობს. მასპინძლებს არ ეყოლებათ ტრაორე, იოვეტიჩი და ტილემანსი. სამივე ტრავმირებულია. "ოლიმპიკების" დერბის გამარჯვებული "ლიონი" ერთ-ერთ აუტსაიდერ "ტულუზს" სტუმრობს, "მარსელი" კი "ველოდრომზე" "ტრუას" დაუხვდება.
ტურში დისკვალიფიცირებულია "ნანტის" თავკაცი კლაუდიო რანიერი, რომელიც წინა ტურში გააძევეს.
ფაქტები
- "მონაკომ" ლიგა 1-ში ბოლო 19 საშინაო მატჩიდან 17 მოიგო.
- პსჟ-ს არ წაუგია ბოლო 32 საშინაო მატჩში ჩემპიონატში.
- "კაენი" ლიგა 1-ს ზუსტი ჩაწოდებების რაოდენობით ლიდერობს - 5,78 ჩაწოდება საშუალოდ თამაშში.
- პსჟ-მა ბოლო 9 საშინაო მატჩში სულ მცირე, შეხვედრაში 2 გოლი მაინც გაიტანა.
- "მონაკომ" "რენს" ბოლო სამი დაპირისპირება მოუგო.
- "მარსელმა" ბოლო 3 საშინაო მატჩში კარი მშრალად შეინახა.
- "ტრუამ" წააგო ბოლო 4 საგარეო დაპირისპირება.
ლიგა 1. XIX ტური
ოთხშაბათი, 20 დეკემბერი
ამიენი-ნანტი 23:50
ანჟერი-დიჟონი 23:50
ბორდო-მონპელიე 23:50
გენგამი-სენტ ეტიენი 23:50
ლილი-ნიცა 23:50
მარსელი-ტრუა 23:50
მეცი-სტრასბური 23:50
მონაკო-რენი 23:50
პსჟ-კაენი 23:50
ტულუზი-ლიონი 23:50
ბომბარდირები: 18 - ედინსონ კავანი (პსჟ); 14 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 13 - მარიანო დიასი (ლიონი); 12 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 11 - ნეიმარი (პსჟ); 10 მარიო ბალოტელი (ნიცა).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"