ლიგა 1. XIX ტურის წინ: წლისა და წრის უკანასკნელი ბრძოლები

AutoSharing Option
წლისა და წრის უკანასკნელი ტურის მატჩები დღეს ერთდროულად გაიმართება. პირველი წრის ჩემპიონი, რა თქმა უნდა, უკვე ცნობილია. ახლა მხოლოდ ის არის გასარკვევი, "პარი სენ-ჟერმენი" რამდენი ქულით ჩამოიტოვებს უახლოეს კონკურენტებს სეზონის ეკვატორზე.

პსჟ "კაენს" მასპინძლობს და ფავორიტია. მასპინძელთა რიგებში მხოლოდ ახალგაზრდა ნახევარმცველის, ადრიენ რაბიოს თამაშია გამორიცხული ტრავმის გამო. შეიძლება დაბრუნდეს კაპიტანი ტიაგო სილვა, რომელიც პსჟ-ს ძალიან სჭირდება, რადგან წინა ტურში მისი შემცვლელი კიმპემბე გააძევეს და დისკვალიფიცირებულია.

ამ გუნდების ბოლო შეხვედრა "პარკ დე პრენსზე" მაისში 1:1 დასრულდა. არადა, შარშანდელი სეზონის პირველ მატჩში
პსჟ-მა მეტოქე სტუმრად 6:0 გაანადგურა.

ჩემპიონი "მონაკო" "რენს" მასპინძლობს. მასპინძლებს არ ეყოლებათ ტრაორე, იოვეტიჩი და ტილემანსი. სამივე ტრავმირებულია. "ოლიმპიკების" დერბის გამარჯვებული "ლიონი" ერთ-ერთ აუტსაიდერ "ტულუზს" სტუმრობს, "მარსელი" კი "ველოდრომზე" "ტრუას" დაუხვდება.

ტურში დისკვალიფიცირებულია "ნანტის" თავკაცი კლაუდიო რანიერი, რომელიც წინა ტურში გააძევეს.

ფაქტები
  • "მონაკომ" ლიგა 1-ში ბოლო 19 საშინაო მატჩიდან 17 მოიგო.
  • პსჟ-ს არ წაუგია ბოლო 32 საშინაო მატჩში ჩემპიონატში.
  • "კაენი" ლიგა 1-ს ზუსტი ჩაწოდებების რაოდენობით ლიდერობს - 5,78 ჩაწოდება საშუალოდ თამაშში.
  • პსჟ-მა ბოლო 9 საშინაო მატჩში სულ მცირე, შეხვედრაში 2 გოლი მაინც გაიტანა.
  • "მონაკომ" "რენს" ბოლო სამი დაპირისპირება მოუგო.
  • "მარსელმა" ბოლო 3 საშინაო მატჩში კარი მშრალად შეინახა.
  • "ტრუამ" წააგო ბოლო 4 საგარეო დაპირისპირება.

ლიგა 1. XIX ტური
ოთხშაბათი, 20 დეკემბერი
ამიენი-ნანტი 23:50
ანჟერი-დიჟონი 23:50
ბორდო-მონპელიე 23:50
გენგამი-სენტ ეტიენი 23:50
ლილი-ნიცა 23:50
მარსელი-ტრუა 23:50
მეცი-სტრასბური 23:50
მონაკო-რენი 23:50
პსჟ-კაენი 23:50
ტულუზი-ლიონი 23:50

ბომბარდირები: 18 - ედინსონ კავანი (პსჟ); 14 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 13 - მარიანო დიასი (ლიონი); 12 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 11 - ნეიმარი (პსჟ); 10 მარიო ბალოტელი (ნიცა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული