ლიგა კი ისვენებდა, მაგრამ კლუბები და ფეხბურთელები - არა. პსჟ და კომპანია ლიგის თასისთვის ბრძოლაში ჩაება.
მეორე წრეში "პარი სენ-ჟერმენი" 9-ქულიანი უპირატესობით იწყებს უშუალო კონკურენტებთან ("მონაკო" და "ლიონი") ბრძოლას. კვირას ნეიმარი და კომპანია ბრეტონულ "ნანტს" ესტუმრებიან, რომელსაც კლაუდიო რანიერი წვრთნის.
"ლიონი" "ანჟერს" მასპინძლობს, ჩემპიონ "მონაკოს" რთული გასვლა ელის "მონპელიესთან", ხოლო "მარსელი" "რენს" ესტუმრება.
ლიგა 1. XX ტური
პარასკევი, 12 იანვარი
სტრასბური-გენგამი 23:45
შაბათი, 13 იანვარი
რენი-მარსელი 20:00
კაენი-ლილი 23:00
დიჟონი-მეცი 23:00
მონპელიე-მონაკო 23:00
ნიცა-ამიენი 23:00
კვირა, 14 იანვარი
სტ. ეტიენი-ტულუზი 18:00
ლიონი-ანჟერი 20:00
ნანტი-პსჟ 23:59
ბომბარდირები: 19 - ედინსონ კავანი (პსჟ); 15 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 13 - მარიანო დიასი (ლიონი), ნაბილ ფეკირი (ლიონი); 11 - ნეიმარი (პსჟ); 10 მარიო ბალოტელი (ნიცა); 9 - კარლ ეკამბი (ანჟერი); 8 - მემფის დეპაი (ლიონი), კილიან მბაპე (პსჟ), ფლორიან ტოვენი (მარსელი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"