პსჟ "პარკ დე პრენსზე" "მონპელიეს" დაცვას გატესტავს. 22 თამაშში ამ გუნდმა სულ 15 გოლი გაუშვა, რაც ორით ნაკლებია თვით პსჟ-ის შედეგზე. ახლა "მონპელიემ" მთავარი ამოცანა პარიზში უნდა ჩააბაროს. ვნახოთ, არის თუ არა მისი დაცვის ხაზი საფრანგეთში საუკეთესო.
ამ
მთავარი ბრძოლა კი საფრანგეთში "ველოდრომზეა" - "მარსელი" "მონაკოს" წინააღმდეგ და ამით ყველაფერია ნათქვამი. მასპინძლები ქულით უსწრებენ ჩემპიონს, რომელიც მეოთხე ადგილზეა. საფრანგეთში კი ჩემპიონთა ლიგაზე სამი გუნდი გადის, ერთი ზედმეტია.
ფაქტები
- "მარსელმა" 18 დეკემბრის მარცხის (ლიონთან) შემდეგ ყველა თამაში მოიგო.
- პსჟ შინ საშუალოდ 3,82 გოლს იტანს.
- პსჟ-ს შინ 34 მატჩია, რაც ლიგა 1-ში არ წაუგია.
- "მარსელმა" წინა ხუთი საშინაო მატჩი მოიგო ლიგა 1-ში.
ლიგა 1. XXIII ტური
პარასკევი, 26 იანვარი
დიჟონი-რენი 23:45
შაბათი, 27 იანვარი
პსჟ-მონპელიე 20:00
ანჟერი-ამიენი 23:00
გენგამი-ნანტი 23:00
მეცი-ნიცა 23:00
სენტ ეტიენი-კაენი 23:00
ტულუზი-ტრუა 23:00
კვირა, 28 იანვარი
ლილი-სტრასბური 18:00
ბორდო-ლიონი 20:00
მარსელი-მონაკო 23:59
ბომბარდირები: 20 - ედინსონ კავანი (პსჟ); 16 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ნაბილ ფეკირი (ლიონი); 15 - ნეიმარი (პსჟ); 13 - მარიანო დიასი (ლიონი); 12 - მარიო ბალოტელი (ნიცა).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"