ნეიმარი: პარიზში ისტორიის შესაქმნელად გადმოვედი

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში "მონპელიეს" განადგურების შემდეგ კომენტარი პსჟ-ს ლიდერმა ნეიმარმა გააკეთა. ბრაზილიელის თქმით იგი პარიზში ისტორიის შესაქმნელად გადავიდა.

"ბედნიერი ვარ გამარჯვებით. ვფიქრობ, ძალიან კარგად ვითამაშეთ. მსურს, კავანის პსჟ-ს ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობა მივულოცო. რაც შეეხება პენალტის ეპიზოდს, მწვრთნელმა გადაწყივტა, რომ იგი მე შემესრულებინა.

"რეალთან" შეხვედრა? ამ მატჩს ნაადრევ ფინალს უწოდებენ, თუმცა მე ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. მათ კრიშტიანო რონალდო და ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავთ, რომელთაც პრობლემების შექმნა შეუძლიათ.

მე პარიზში ისტორიის დასაწერად გადმოვედი და ამისთვის მზად ვარ", - აღნიშნა ნეიმარმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული