ფრანგი მსაჯი პსჟ-ის მატჩში ფეხბურთელისთვის დარტყმისთვის დასაჯეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა "ნანტსა" და პსჟ-ს შორის მე-20 ტურის მატჩის არბიტრი ტონი შაპრონი დასაჯა.

45 წლის მსაჯი 3 თვით არის დისკვალიფიცირებული და დამატებით სამი თვე პირობითი სასჯელი აქვს იმის გამო, რომ "ნანტის" მცველ დიეგო კარლოსს დაარტყა.

90-ე წუთზე, პარიზელთა შეტევის დროს, ბრაზილიელმა შემთხვევით შაპრონს გაჰკრა, მსაჯი კი დაეცა, რის შემდეგაც კარლოსს ფეხით დაარტყა, მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

შემდეგ მსაჯმა ბოდიში მოიხადა და თავისი გადაწყვეტილების გაუქმება ითხოვა.

ინციდენტამდე რამდენიმე კვირით ადრე შაპრონმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კარიერის
დასრულებას აპირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული