ლიგა 1. XXV ტური: ნეიმარმა აკრიფა... [VIDEO]

AutoSharing Option
პსჟ-მა შინაურ პირველობაზე თითქმის ყველაფერი მოაგვარა - უახლოეს მეტოქეს 12 ქულით უსწრებს, წინ კი "რეალთან" თამაშია, რომელსაც ნეიმარი კარიერაში საუკეთესო ფორმაში ხვდება.

სლოვენიელი რობერტ ბერიჩი შეცვლაზე შევიდა და "სენტ ეტიენი" "მარსელთან" მატჩში მარცხისგან იხსნა - 2:2.

სუბოტიჩით და დებიუშით გაძლიერებული "მწვანეები" აშკარად სულ სხვა გუნდია, საკუთარ ძალებში დარწმუნებული. "მარსელის" მხრიდან არ შეიძლება არ აღინიშნოს, რა შესანიშნავ ფორმაშია ფლორიან ტოვენი. აშკარაა, ის იმსახურებს მუნდიალზე თამაშს.

რუდი გარსია ("მარსელის" მწვრთნელი): "ძალიან უკმაყოფილო ვარ, რომ ბოლოს ქულები დავკარგეთ. ისე, როგორც ჩვენ მეორე ტაიმში
ვითამაშეთ, სამ ქულას ვერ მოიპოვებ. თითქოს, დავსეირნობდით, ეს კი ჩვენთვის მიუღებელია. ხელები უნდა დავიკაპიწოთ და ყოველ დაპირისპირებაში ენერგიის 100% გავიღოთ".

ნეიმარმა "პარი სენ-ჟერმენის" მაისურით 27-ე გოლი გაიტანა და ამ გოლით პსჟ-მა 1:0 მოუგო სტუმრად "ტულუზს". ახლა ნეიმარი თანაგუნდელ ედინსონ კავანის მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩება ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავაში. სხვათა შორის, ამ შეხვედრაში ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ორჯერ ბურთი მეტოქის ძელს გაარტყა.


ჩემპიონმა "მონაკომ" სტუმრად "ანჟერს" გადაურბინა და ეს საუკეთესო მეგოლის, რადამელ ფალკაოს გარეშე მოახერხა. "მონაკოს" არც დისკვალიფიცირებული კეიტა ბალდე ჰყავდა. ამიტომაც 28 წლის სტევან იოვეტიჩმა იყოჩაღა, რომელმაც დუბლი შეასრულა და "მონაკოში" თავისი გოლების მონაგარი გაიორმაგა.

"ლიონი" არასტაბილურობით შორს ვერ წავა, ეს კლუბი უკვე ჩამორჩა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში "მონაკოსა" და "მარსელს".

ფაქტები
  • ფლორიან ტოვენმა (მარსელი) 2018 წელს ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა ევროპის ტოპ-5 ლიგაში - 9 (6 გოლი, 3 საგოლე პასი).
  • ფლორიან ტოვენმა ბოლო 7 დარტყმიდან 6 გოლით დაასრულა.
  • ნეიმარმა ბოლო 4 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.
  • 2018 წელს ევროპის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტი გოლი ნეიმარს აქვს გატანილი - 8.
  • ჟიულ კუნდე ყველაზე ახალგაზრდა მცველია "ბორდოს" რიგებში, ვისაც ლიგა 1-ში გაუტანია (19 წლისა და 3 თვის), ალან როშის (1986 წელს - 18 წლისა და 5 თვის) მერე.
  • ნეიმარს ლიგა 1-ში 18 თამაში დასჭირდა, რომ 30 გოლში მიეღო მონაწილეობა. ამისათვის "ბარსელონაში" ყოფნისას მას 37 მატჩი დასჭირდა ლა ლიგაში.
  • გუსტავო პოიეტი "ბორდოს" პირველი მწვრთნელია ვილი სანიოლის (2014) შემდეგ, ვინც პირველი სამი მატჩი მოიგო.
  • "მონაკომ" ბოლო 10 ტურში 7 თამაში მოიგო და 3 ფრედ დაასრულა.
  • ტოპ-4-ის გუნდებმა ამ სეზონში შინ 4 მატჩი წააგეს ჯამში, აქედან 2 "რენთან".

ლიგა 1. XXV ტური
სტ ეტიენი-მარსელი 2:2
გოლები: 0:1 ტოვენი (4), 1:1 მონე-პაკე (9), 1:2 სანსონი (20), 2:2 ბერიჩი (75)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა (43. პელე) - სარი, რამი, როლანდო, საკაი - ზამბო ანგისა, ლუის გუსტავო - ტოვენი, სანსონი (83. მიტროღლუ), პაიე - ჟერმენი (67. ნ"ჟიე)

ტულუზი-პსჟ 0:1
გოლი: 0:1 ნეიმარი (68)
პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში, მარკინიოსი, კიმპემბე, ი. ბერჩიჩე - რაბიო (71. პასტორე), ლ. დიარა (61. ვერატი), ლო სელსო - დი მარია (71. დრაქსლერი), მბაპე, ნეიმარი

ანჟერი-მონაკო 0:4
გოლები: 0:1 ბუტელი (10 ს. კ.), 0:2 იოვეტიჩი (30), 0:3 იოვეტიჩი (65), 0:4 რაჯი (71)
მონაკო (4-2-3-1): სი - სიდიბე (86. ა. ტურე), გლიკი, ჟემერსონი, რაჯი - ტილემანსი, ფაბინიო - რონი ლოპეში (74. ღეზალი), ჟოაო მოუტინიო, დიაქაბი (64. ლემარი) - იოვეტიჩი

ბორდო-ამიენი 3:2
გოლები: 1:0 კუნდე (31), 2:0 ლერაგერი (39), 3:0 კამანო (78), 3:1 მენდოსა (79), 3:2 კაკუტა (90)

დიჟონი-ნიცა 3:2
გოლები: 1:0 ტავარეში (61), 1:1 ლე მელუ (65), 1:2 პლეა (67), 2:2 ტავარეში (78-პენ), 3:2 კვონი (84)

მეცი-მონპელიე 0:1
გოლი: 0:1 სიო (24)

სტრასბური-ტრუა 2:1
გოლები: 1:0 აოლუ (65), 2:0 ბლაიაკი (69), 2:1 ნიანე (93)

ნანტი-ლილი 2:2
გოლები: 1:0 სალა (16), 1:1 მოთიბა (67), 2:1 სალა (71), 2:2 პეპე (81)

ლიონი-რენი 0:2
გოლები: 0:1 ხაზრი (5), 0:2 ლეა (92)
ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - ტეტე, მარსელო, მორელი, მენდი - ტუსარი (46. აუარი), ნდომბელე (83. გუირი) - კორნე, ფეკირი, ბ. ტრაორე - მარიანო დიასი (46. დეპაი)

გენგამი-კაენი 0:0

ბომბარდირები: 21 - ედინსონ კავანი (პსჟ), 19 - ნეიმარი (პსჟ); 17 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 16 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 14 - მარიანო დიასი (ლიონი), ფლორიან ტოვენი (მარსელი).

მომდევნო ტური
16 თებერვალი: მონაკო-დიჟონი;
17 თებერვალი: პსჟ-სტრასბური, ამიენი-ტულუზი, ანჟერი-სენტ ეტიენი, კაენი-რენი, მონპელიე-გენგამი, ტრუა-მეცი;
18 თებერვალი: ნიცა-ნანტი, ლილი-ლიონი, მარსელი-ბორდო.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული