უნაი ემერი: იმედი მაქვს, პარიზი აუღებელ ციხესიმაგრედ დარჩება

AutoSharing Option
პსჟ-მა მადრიდის "რეალთან" მარცხის შემდეგ საფრანგეთის ლიგა 1-ში საკუთარ მოედანზე "სტრასბური" გაანადგურა (5:2). აღსანიშნავია, რომ პარიზელებს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე საშინაო მატჩები მოგებული აქვთ. ჟურნალისტებთან გუნდის მწვრთნელმა უნაი ემერიმ ისაუბრა.

"რეალთან" მარცხის შემდეგ ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ყველა საშინაო მატჩი მოვიგეთ და წინ ზედიზედ ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება "მარსელთან" და "რეალთან".

ჩვენი გულშემატკივრები და ფეხბურთელები ძალიან თავდაჯერებულნი არიან, რაც ძალიან მახარებს. ჩვენ მაღალი დონის შედეგის მიღწევა არა მარტო "სტრასბურთან", არამედ უფრო ძლიერ გუნდებთანაც შეგვიძლია.

იმედი მაქვს, შემდეგი ორი
თამაშის შემდეგ პარიზი აუღებელ ციხესიმაგრედ დარჩება", - აღნიშნა ემერიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული