კარიმ ბენზემა შესაძლოა, საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნდეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფორვარდი კარიმ ბენზემა შესაძლოა, საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნდეს. მისი გადაბირების სურვილი ორ გუნდს - "ლიონს" და პსჟ-ს აქვთ.

პირველი მათგანი თავის ყოფილ შემტევს მარიანოს შემცვლელად განიხილავს, რომელსაც ბენზემას ახლანდელ გუნდს უკავშირებენ. პარიზულ გუნდს კი 30 წლის შემტევი ედინსონ კავანის შემცვლელად ესახება, რომელმაც შესაძლოა პსჟ დატოვოს.

თავის მხრივ კი, ბენზემას "რეალში" ძალიან ბევრს აკრიტიკებენ და ამიტომ მას წასვლა აქვს გადაწყვეტილი. საფრანგეთის ჩემპიონატში გადაბარგებამ კი მას შესაძლოა ხელი ნაკრებში დაბრუნებაში შეუწყოს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სანამ საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი დეშამია ბენზემას ნაკრებში დაბრუნება გამორიცხულია
0

სიახლეები პოპულარული