ნეიმარი 6-8 კვირა ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
პსჟ-ის ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი ტრავმის გამო 6-8 კვირა ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ESPN Brasil-თან ინტერვიუში ფეხბურთელის მამამ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ტრავმა "მარსელთან" (3:0) საფრანგეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩში მიიღო.

გამომდინარე აქედან, ბრაზილიელი თავის გუნდს მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრაში ვერ დაეხმარება, რომელიც 6 მარტს პარიზში გაიმართება.

პირველ მატჩში პარიზელები ანგარიშით 1:3 დამარცხდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული