ჩემპიონი საუკეთესო გოლეადორის, რადამელ ფალკაოს გარეშე თამაშს მიეჩვია - კოლუმბიელმა ზედიზედ მე-5 ტურში არ ითამაშა (თუმცა განაცხადში პირველად გამოჩნდა), მაგრამ "მონაკომ" სტუმრად იოლად მოუგო "სტრასბურს" - 3:1. მონეგასკებმა სულ ოთხჯერ დაარტყეს მასპინძელთა კარში ზუსტად და სამი გოლი გაიტანეს - სტევან იოვეტიჩი და რონი ლოპეში ბრწყინვალე ფორმაში არიან.
ლიდერმა "პარი სენ-ჟერმენმა" 5:0 გაანადგურა ბოლოადგილოსანი "მეცი".
კრისტოფერ ნკუნკუმ დუბლი შეასრულა; გოლები გაიტანეს კილიან მბაპემ, თომას მონიემ და კაპიტანმა ტიაგო
აღსანიშნავია, რომ ტაიმი პსჟ-მა 4:0 მოიგო და მეორე ტაიმში უნაი ემერის გუნდი უბრალოდ გაჩერდა, თორემ "მეცს" კიდევ უფრო შავი დღე ელოდა.
ბუნებრივია, არ უთამაშია ტრავმირებულ ნეიმარს. არ იყო არც დისკვალიფიცირებული ედინსონ კავანი. ასე რომ, შემტევი ტრიდენტი ასე ჩამოყალიბდა - ანხელ დი მარია-კილიან მბაპე-იულიან დრაქსლერი.
აღსანიშნავია მარკო ვერატის ორი საგოლე პასი და დი მარიას ვირტუოზული საგოლე პასი მბაპეზე.
უნაი ემერი (პსჟ-ის მწვრთნელი): "ამ გამარჯვებამ "რეალთან" მარცხი დროებით მაინც გადაგვავიწყა. როცა ვიგებთ, გახარებულები ვართ, როცა ვაგებთ - იმედგაცრუებულები.
აუცილებლად გვჭირდებოდა ეს გამარჯვება. ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ და იოლად მოვიგეთ. სხვათა შორის, მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 1 გოლი გავიტანეთ - მეტოქეს არაფრის შექმნის უფლება არ მივეცით, პირველი ტაიმისგან განსხვავებით.
ნკუნკუ ვარჯიშებზე ძალზე მონდომებული იყო. ამის შეუმჩნევლობა არ შეიძლებოდა. მას პროგრესისთვის თამაში სჭირდება. მბაპემ გაიტანა, მაგრამ ბევრიც ააცილა. მას მოთმინება მართებს. ის ახალგაზრდაა და კიდევ მოუმატებს".
ფაქტები
- "მონაკომ" ბოლო 20 ზუსტი დარტყმით 14 გოლი გაიტანა.
- სტევან იოვეტიჩმა (მონაკო) ბოლო 4 ტურში გაიტანა ზედიზედ (სულ 5 გოლი). ასეთი სერია მას ევროპის ტოპ-5 ლიგაში კარიერაში არასოდეს ჰქონია.
- "მონაკოს" ლიგა 1-ში 14 ტურია, რაც არ წაუგია.
- რონი ლოპეშმა (მონაკო) ბოლო 8 ტურში 7 გოლი გაიტანა.
- თომას მონიეს გოლი 77-ე იყო ამ სეზონში "პარკ დე პრენსზე". მატჩის ბოლოს რეკორდი 82 გოლზე ავიდა.
- პსჟ-მა ნკუნკუს მეორე გოლით სეზონის რეკორდი დაამყარა - 144 გოლი ყველა შეჯიბრებაში. მატჩის ბოლოს ეს რეკორდი 146 გოლს შეადგენდა.
- "პარი სენ-ჟერმენმა" ამ სეზონში 15-ჯერ შეინახა კარი "მშრალად".
- "ნანტმა" შინ "ტრუას" 13-დან 10 მატჩი მოუგო, 3 კი ფრედ დაასრულა.
- "სენტ ეტიენს" უკვე 7 ტურია, რაც არ წაუგია (3 მოგება, 4 ფრე).
- "ლილს" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
ლიგა. XXIX ტური
სტრასბური-მონაკო 1:3
გოლები: 0:1 იოვეტიჩი (5), 1:1 ბაოკენი (19), 1:2 რონი ლოპეში (21), 1:3 ფაბინიო (41)
მონაკო (4-5-1): სუბაშიჩი - სიდიბე (64. ა. ტურე), გლიკი, ჟემერსონი, რაჯი - ბ. კეიტა (79. ტილემანსი), ჟოაო მოუტინიო, ლემარი (85. ღეზალი), ფაბინიო, რონი ლოპეში - იოვეტიჩი
პსჟ-მეცი 5:0
გოლები: 1:0 მონიე (5), 2:0 ნკუნკუ (20), 3:0 ნკუნკუ (28), 4:0 მბაპე (45+1), 5:0 ტიაგო სილვა (82)
პსჟ (4-3-3): არეოლა - მონიე, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ი. ბერჩიჩე - ვერატი (64. ლო სელსო), ლ. დიარა, ნკუნკუ - დი მარია (70. ვეა), მბაპე, დრაქსლერი (71. რაბიო)
დიჟონი-ამიენი 1:1
გოლები: 0:1 კონატე (45+1), 1:1 საიდი (69)
ლილი-მონპელიე 1:1
გოლები: 1:0 პეპე (41), 1:1 რუსილიონი (64)
ნანტი-ტრუა 1:0
გოლი: 1:0 სალა (86)
რენი-სენტ ეტიენი 1:1
გოლები: 0:1 სუბოტიჩი (35), 1:1 სარი (86)
გენგამი-ნიცა 2:5
გოლები: 1:0 გრენიე (9-პენ), 1:1 პლეა (24), 1:2 პლეა (47), 1:3 პლეა (58), 2:3 მარლონი (83 ს.კ.), 2:4 სრარფი (86), 2:5 პლეა (91)
ლიონი-კაენი 1:0
გოლი: 1:0 ბ. ტრაორე (63)
ლიონი (4-3-3): ლოპეში - რაფაელი (81. ტეტე), მარსელო, მორელი, მენდი - ნდომბელე, ტუსარი, ფერი - ბ. ტრაორე (74. კორნე), მარიანო დიასი, მაოლიდა (66. დეპაი)
ტულუზი-მარსელი 1:2
გოლები: 0:1 ოკამპოსი (10), 1:1 მუბელე (19), 1:2 მიტროღლუ (79)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - სარი, რამი, როლანდო, საკაი - ზამბო ანგისა (59. ამავი), ლუის გუსტავო - მ. ლოპესი, სანსონი (72. პაიე), ოკამპოსი - ჟერმენი (78. მიტროღლუ)
ბორდო-ანჟერი 0:0
ბომბარდირები: 24 - ედინსონ კავანი (პსჟ); 19 - ნეიმარი (პსჟ); 17 - რადამელ ფალკაო (მონაკო).
გამოტოვებული მატჩი
14 მარტი: პსჟ-ანჟერი
მომდევნო ტური
16 მარტი: მონაკო-ლილი
17 მარტი: ბორდო-რენი, ამიენი-ტრუა, ანჟერი-კაენი, მონპელიე-დიჟონი, ტულუზი-სტრასბური
18 მარტი: ნიცა-პსჟ, მეცი-ნანტი, სტ. ეტიენი-გენგამი, მარსელი-ლიონი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"