ლიგა 1. XXX ტური: ზედიზედ მეცხრე [VIDEO]

AutoSharing Option
მაშინ, როცა პსჟ ჩემპიონის ტიტულამდე გზას ამოკლებს, "ველოდრომზე" "მარსელისა" და "ლიონის" ჯახი ვიხილეთ. 5-გოლიანი თრილერი "ლიონმა" მოიგო და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.

რომ არა სტევან იოვეტიჩი, ჩემპიონ "მონაკოს" ბანანის ქერქზე ფეხი აუსრიალდებოდა - "ლუი მეორეზე" ლეონარდო ჟარდიმის გუნდი გასავარდნ ზონაში მყოფ "ლილთან" აგებდა, სანამ რონი ლოპეში გაათანაბრებდა.

მეორე ტაიმში შემოსულმა იოვეტიჩმა კი გუნდს დამატებით ენერგია მისცა, რადამელ ფალკაოს შეტევებში შეეხიდა და ბოლოს ჟოაო მოუტინიოს გამჭოლი პასიც გამოიყენა და "მონაკოს" 2:1 მოაგებინა. როცა სანაკრებო პაუზა დასრულდება, "მონაკო" ლიგის თასის ფინალში
პსჟ-ს შეხვდება, იოვეტიჩს კი კარგი შანსი აქვს, ძირითად შემადგენლობაში მოხვდეს.

ლეონარდო ჟარდიმი ("მონაკოს" მწვრთნელი): "ლილმა" კარგად ითამაშა და ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა. მათ პირველ ტაიმში ითამაშეს უკეთ, ჩვენ - მეორეში. ბოლოს კიდევ ერთხელ დავკარგეთ თამაშზე კონტროლი, რადგან ფალკაოს შეცვლა მომიხდა. ეს არ იყო "მონაკოს" საუკეთესო თამაში".

პსჟ-ს ბოლო დროს "ალიანზ რივიერაზე" თამაში უჭირს. ასე იყო ახლაც - პლეამ მე-17 წუთზე მეკარე არეოლასთან პირისპირ სან-მაქსიმი გაიყვანა, რომელსაც არ გასჭირვებია მეკარის ჯობნა.

4 წუთში ანხელ დი მარია მცველს გასცდა, საჯარიმოში შეიჭრა და ანგარიში გაათანაბრა. პსჟ-ს სამი ქულა დანი ალვეშმა მოუტანა, რომელმაც 82-ე წუთზე ადრიენ რაბიოს ულამაზესი პასი გამოიყენა და თავით ისე ითამაშა, ნებისმიერ ცენტრფორვარდს შეშურდებოდა - 1:2.

მარიო ბალოტელიმ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ პარიზელებს ვერაფერი დააკლო.



ფაქტები

  • "მონაკომ" ბოლო 5 თამაში მოუგო "ლილს".
  • იოან გურკუფმა (რენი) ლიგა 1-ში 2017 წლის თებერვლის მერე პირველი გოლი გაიტანა.
  • "რენს" 2 წელზე მეტია, რაც ასეთი წაუგებელი სერია (6 ტური) არ ჰქონია.
  • "მონპელიემ" ლიგა 1-ის ბოლო 5 მატჩში ფრე ითამაშა.
  • "სტრასბურმა" ბოლო 6 საგარეო მატჩიდან პირველად წამოიღო შინ ქულა.
  • "კაენს" ამ სეზონში 15 მატჩში არ გაუტანია. ეს სეზონის ანტირეკორდია.
  • "ტრუამ" ბოლო 10 საგარეო მატჩიდან პირველად წამოიღო შინ ქულა.
  • პსჟ-მა ლიგა 1-ში ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო. ეს პირველად მოხდა 2015/16 წლების სეზონის შემდეგ.
  • "სენტ ეტიენი" უკვე 8 ტურია, რაც დაუმარცხებელია. მხოლოდ "მონაკოს" აქვს მასზე გრძელი წაუგებელი სერია - 15.

ლიგა 1. XXX ტური
მონაკო-ლილი 2:1

გოლები: 0:1 მოტიბა (16), 1:1 რონი ლოპეში (44), 2:1 იოვეტიჩი (61)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, რაჯი - ტილემანსი, ჟოაო მოუტინიო - ბ. კეიტა (46. იოვეტიჩი), ლემარი, რონი ლოპეში (88. ნ"დორამი) - ფალკაო (76. ღეზალი)

ბორდო-რენი 0:2
გოლები: 0:1 სარი (49), 0:2 გურკუფი (86)

ამიენი-ტრუა 1:1
გოლები: 1:0 კონატე (38-პენ), 1:1 ნიანე (47-პენ)

ანჟერი-კაენი 3:0
გოლები: 1:0 ტაიტი (10), 2:0 ეკამბი (43), 3:0 ონიანგი (74)

მონპელიე-დიჟონი 2:2
გოლები: 0:1 საიდი (27), 1:1 სხირი (59), 2:1 სიო (66), 2:2 საიდი (91)

ტულუზი-სტრასბური 2:2
გოლები: 0:1 ბლაიაკი (46), 1:1 სანოგო (89), 2:1 სანოგო (91), 2:2 კონე (93)

ნიცა-პსჟ 1:2
გოლები: 1:0 სან-მაქსიმი (17), 1:1 დი მარია (21), 1:2 დანი ალვეში (82)
პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ი. ბერჩიჩე (46. კურზავა) - ვერატი, რაბიო, დრაქსლერი (76. ლო სელსო) - მბაპე, კავანი (76. მონიე), დი მარია

მეცი-ნანტი 1:1
გოლები: 1:0 რუ (12), 1:1 რონჟიე (23)

სტ. ეტიენი-გენგამი 2:0
გოლები: 1:0 სუბოტიჩი (29), 2:0 კაბელია (79)

მარსელი-ლიონი 2:3
გოლები: 1:0 როლანდო (31), 1:1 რამი (42 ს.კ.), 1:2 აუარი (52), 2:2 მიტროღლუ (84), 2:3 დეპაი (90)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - სააი (35. სარი), რამი, როლანდო, ამავი - მ. ლოპესი, ლუის გუსტავო - ტოვენი, პაიე, ოკამპოსი (75. სანსონი) - ჟერმენი (63. მიტროღლუ)
ლიონი (4-3-3): ლოპეში - რაფაელი, მარსელო, მორელი, მენდი - ნდომბელე, ტუსარი, აუარი (77. ფერი) - ბ. ტრაორე, მარ. დიასი, კორნე (63. დეპაი)

ბომბარდირები: 24 - ედინსონ კავანი (პსჟ); 19 - ნეიმარი (პსჟ); 17 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 16 - ფლორიან ტოვენი (მარსელი), მარიანო დიასი (ლიონი), კარლ ტოკო ეკამბი (ანჟერი); ნაბილ ფეკირი (ლიონი).

მომდევნო ტური
31 მარტი: დიჟონი-მარსელი

1-ლი აპრილი: გენგამი-ბორდო, კაენი-მონპელიე, ლილი-ამიენი, ნანტი-სენტ ეტიენი, სტრასბური-მეცი, ტრუა-ნიცა, ლიონი-ტულუზი

4 აპრილი: რენი-მონაკო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"