"ლიონს" ევროპული ტურნირებიდან მოხსნა ემუქრება

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარი "ლიონი", შესაძლოა, ევროპული ტურნირებიდან მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მოიხსნას.

საქმე იმაშია, რომ ევროპის ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩში, მოსკოვის ცსკას წინააღმდეგ, სტადიონზე არეულობა მოხდა.

აღნიშნული ფაქტი კი ფრანგულ კლუბს ევროტურნირებზე გასულ წელსაც შეემთხვა. მაშინ უეფამ "ლიონს" გაფრთხილება მისცა.

ევროპული საფეხბურთო სამმართველოს წესებით, თუ აღნიშნული ფაქტი ორი წლის ვადაში განმეორდა, გუნდზე დისციპლინირებული სანქციები უნდა გატარდეს.

უეფა საბოლოო სიტყვას 31 მაისს იტყვის, "ლიონი" კი საფრანგეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა, რითაც ისევ ევროპის ლიგაზე თამაში შეეძლება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული