ამის მიზეზი საფრანგეთის ლიგის თასის ფინალია კილიან მბაპეს ახალი და ძველი გუნდები 31 მარტს ერთმანეთს ბორდოში დაუპირისპირდებიან.
უნეიმარო პსჟმ ის შეხვედრა უკვე ითამაშა და ახლა "მონაკოს" 17 ქულით უსწრებს. უნაი ემერის გუნდს ჩემპიონატში 7 ტურიღა დარჩა და თავისუფლად შეუძლია სათასო ბატალიებზე გადაერთოს. რა თქმა უნდა, ლიგის თასის ფინალი განსაკუთრებული კილიან მბაპესთვისაა, რომელიც პსჟში სწორედ მისი აღმზრდელი "მონაკოდან" გადავიდა. გასული სეზონის ლიგის თასის ფინალიც ამავე გუნდებს
რაც შეეხება უშუალოდ ჩემპიონატს, მე3 ადგილზე მყოფი "მარსელი" ტურს სტუმრად "დიჟონთან" დაპირისპირებით ხსნის, ხოლო "ლიონი" "ტულუზს" მასპინძლობს. "ლიონი" მესამე ადგილისთვის იბრძვის, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის საგზური მოაქვს.
ფაქტები
- "მონპელიემ" ბოლო 5 ტური ფრედ დაასრულა.
- "ტულუზმა" ბოლო 30 საგარეო მატჩიდან 27ში ვერ შეძლო მოგება.
- "დიჟონმა" ბოლო 3 ტურში ფრედ ითამაშა.
- "ლიონს" ლიგა 1ში ბოლო 5 ტურია, რაც არ წაუგია.
- "სენტ ეტიენი" 8 ტურია, დაუმარცხებელია.
ლიგა 1. XXXI ტური
შაბათი, 31 მარტი
დიჟონი-მარსელი 19:00
კვირა, 1 აპრილი
გენგამი-ბორდო 17:00
კაენი-მონპელიე 19:00
ლილი-ამიენი 19:00
ნანტი-სენტ ეტიენი 19:00
სტრასბური-მეცი 19:00
ტრუა-ნიცა 19:00
ლიონი-ტულუზი 23:00
ოთხშაბათი, 4 აპრილი
რენი-მონაკო 20:45
ბომბარდირები: 24 ედინსონ კავანი (პსჟ); 19 ნეიმარი (პსჟ); 17 რადამელ ფალკაო (მონაკო); 16 ფლორიან ტოვენი (მარსელი), მარიანო დიასი (ლიონი), კარლ ტოკო ეკამბი (ანჟერი); ნაბილ ფეკირი (ლიონი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"