ლიგა 1. XXXIII ტურის წინ: ჩემპიონი ჩემპიონთან?

AutoSharing Option
თუ კვირას "პარი სენ-ჟერმენი" "მონაკოს" მოუგებს, 17 ქულით დაშორდება და ყველასთვის მიუწვდომელი გახდება. ასე რომ, პსჟ შეიძლება ჩემპიონი სწორედ ჩემპიონთან მატჩში გახდეს...

რა თქმა უნდა, ამ მიზნის მიღწევა პარიზულ კლუბს ნეიმარის გარეშე მოუწევს, რომელიც რეაბილიტაციის პერიოდს მშობლიურ ბრაზილიაში გადის.

I წრის მატჩი ნოემბრის მიწურულს გაიმართა და "ლუი მეორეზე" პსჟ-მა 2:1 მოიგო. გოლები ედინსონ კავანიმ და ნეიმარმა (პენალტით) გაიტანეს. მონეგასკებისგან თავი ჟოაო მოუტინიომ გამოიჩინა.

მთავარი ბრძოლა ლიგა 1-ში ახლა მე-3 ადგილისთვის მიმდინარეობს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საგზურს იძლევა. "ლიონს" და "მარსელს"
63-63 ქულა აქვთ. "ლიონი" "ამიენს" მასპინძლობს, ხოლო "მარსელი" "ტრუას" სტუმრობს.

ფაქტები

  • პსჟ-მა ლიგა 1-ში ბოლო 16 საშინაო მატჩი მოიგო.
  • ამ 16 შეხვედრაში პსჟ-ს, სულ მცირე, 2 გოლი მაინც გაჰქონდა.
  • ხოლო ბოლო 8 საშინაო მატჩში პსჟ-მა ყოველი ტაიმი მოიგო.
  • "ტრუამ" ბოლო 7 მატჩიდან 6-ში გოლი ვერ გაიტანა.
  • "ლიონმა" ბოლო 4 შეხვედრა მოიგო ლიგა 1-ში.
  • ბოლო 10 ტურია, რაც "სენტ ეტიენი" არ დამარცხებულა.

ლიგა 1. XXXIII ტური
პარასკევი, 13 აპრილი
ანჟერი-ნიცა 22:45

შაბათი, 14 აპრილი
ლიონი-ამიენი 19:00
კაენი-ტულუზი 22:00
ლილი-გენგამი 22:00
ნანტი-დიჟონი 22:00
რენი-მეცი 22:00
სტრასბური-სტ. ეტიენი 22:00

კვირა, 15 აპრილი
მონპელიე-ბორდო 17:00
ტრუა-მარსელი 19:00
პსჟ-მონაკო 23:00

ბომბარდირები: 24 - ედინსონ კავანი (პსჟ); 19 - ნეიმარი (პსჟ); 18 - რადამელ ფალკაო (მონაკო). 

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული