რა თქმა უნდა, ამ მიზნის მიღწევა პარიზულ კლუბს ნეიმარის გარეშე მოუწევს, რომელიც რეაბილიტაციის პერიოდს მშობლიურ ბრაზილიაში გადის.
I წრის მატჩი ნოემბრის მიწურულს გაიმართა და "ლუი მეორეზე" პსჟ-მა 2:1 მოიგო. გოლები ედინსონ კავანიმ და ნეიმარმა (პენალტით) გაიტანეს. მონეგასკებისგან თავი ჟოაო მოუტინიომ გამოიჩინა.
მთავარი ბრძოლა ლიგა 1-ში ახლა მე-3 ადგილისთვის მიმდინარეობს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საგზურს იძლევა. "ლიონს" და "მარსელს"
ფაქტები
- პსჟ-მა ლიგა 1-ში ბოლო 16 საშინაო მატჩი მოიგო.
- ამ 16 შეხვედრაში პსჟ-ს, სულ მცირე, 2 გოლი მაინც გაჰქონდა.
- ხოლო ბოლო 8 საშინაო მატჩში პსჟ-მა ყოველი ტაიმი მოიგო.
- "ტრუამ" ბოლო 7 მატჩიდან 6-ში გოლი ვერ გაიტანა.
- "ლიონმა" ბოლო 4 შეხვედრა მოიგო ლიგა 1-ში.
- ბოლო 10 ტურია, რაც "სენტ ეტიენი" არ დამარცხებულა.
ლიგა 1. XXXIII ტური
პარასკევი, 13 აპრილი
ანჟერი-ნიცა 22:45
შაბათი, 14 აპრილი
ლიონი-ამიენი 19:00
კაენი-ტულუზი 22:00
ლილი-გენგამი 22:00
ნანტი-დიჟონი 22:00
რენი-მეცი 22:00
სტრასბური-სტ. ეტიენი 22:00
კვირა, 15 აპრილი
მონპელიე-ბორდო 17:00
ტრუა-მარსელი 19:00
პსჟ-მონაკო 23:00
ბომბარდირები: 24 - ედინსონ კავანი (პსჟ); 19 - ნეიმარი (პსჟ); 18 - რადამელ ფალკაო (მონაკო).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"