მაშ ასე, ტური სრული ვერ გამოვიდა, ნორმანდიაში კოკისპირულად წვიმდა, ამიტომ "კაენისა" და "ტულუზის" მატჩი მოგვიანებით გაიმართება.
"ლიონმა" კვლავ მოიგო, რაც "სამი მუშკეტერის": ბერტრან ტრაორეს, მემფის დეპაისა და მარიანო დიასის დამსახურებაა. სამივე შემტევი ძალიან კარგი იყო, მაგრამ ჰოლანდიელი მაინც შეუდარებელია ბოლო დროს. მეორე ტაიმში კი მათ ტრავმამოშუშებული ნაბილ ფეკირიც დაემატა, რომელსაც თვე-ნახევარი გაუცდა. ფეკირმა "ამიენის" კარში ბოლო ორ გოლში მიიღო მონაწილეობა - 3:0.
მოიგო "მარსელმაც", მაგრამ მას "ტრუას" დამარცხება ძალიან გაუჭირდა. კოსტას მიტროღლუსა და ფლორიან ტოვენის გოლების წყალობით სამხრეთელებმა მეტოქეს გამარჯვება ბოლო წუთებზე გამოგლიჯეს. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში არც ერთი გუნდი დანებებას არ აპირებს.
ფაქტები
- მატიო დებიუშიმ (სენტ ეტიენი) 2018 წელს 4 გოლი გაიტანა, ყველაზე მეტი ევროპის ტოპ-5 ლიგის მცველებს შორის.
- ლიგა 1-ში ნოლან რუს 14 გოლიდან 6 მატიო დოსევის პასით გავიდა. უკეთესი შედეგი მხოლოდ ნეიმარსა და ედინსონ კავანის აქვთ - ურუგვაელმა ბრაზილიელის პასებით 7 გოლი გაიტანა.
- ზედიზედ ხუთი მოგება "ლიონის" ყველაზე ხანგრძლივი მოგებათა სერიაა 2015 წლის იანვრის შემდეგ.
- მემფის დეპაიმ ბოლო 4 ტურში შეძლო გოლების გატანა - 5 გოლი და 5 საგოლე პასი.
- ნოლან რუმ (მეცი) ამ სეზონში ერთით მეტი გოლი გაიტანა (14), ვიდრე წინა ორ სეზონში "სენტ ეტიენის" რიგებში ერთად.
- "დიჟონმა" ამ სეზონში მატჩების მხოლოდ 22% მოიგო.
- 2011 წლის შემდეგ ლიგა 1-ში პირველად მოხდა, რომ გუნდმა, რომელიც 90-ე წუთისთვის 2:0-ს იგებდა, თამაში ვერ მოიგო. ეს "ლილმა" მოახერხა.
- პსჟ-მა 2007 წლის შემდეგ ყველაზე ადრე შეძლო საფრანგეთის ჩემპიონად გახდომა. 2007-ში "ლიონმა" ეს 30-ე ტურში გააკეთა.
- პსჟ პირველი გუნდია ევროპის ტოპ-5 ლიგაში, რომელმაც 100 გოლზე მეტი გაიტანა.
- ედინსონ კავანი ლიგა 1-ში პსჟ-ის ყველა დროის გოლეადორ ზლატან იბრაჰიმოვიჩს დაეწია - 113 გოლი.
- პსჟ მეშვიდედ გახდა ლიგა 1-ის ჩემპიონი.
ლიგა 1. XXXIII ტური
ანჟერი-ნიცა 1:1
გოლები: 0:1 პლეა (67), 1:1 ფულხინი (84)
ლიონი-ამიენი 3:0
გოლები: 1:0 მარიანო დიასი (30), 2:0 დეპაი (83), 3:0 ბ. ტრაორე (85)
ლიონი (4-3-1-2): ლოპეში - რაფაელი, მარსელო, მორელი, მენდი - ნდომბელე (88. კორნე), ტუსარი, აუარი (78. ფერი) - დეპაი - ბ. ტრაორე, მარიანო დიასი (75. ფეკირი)
კაენი-ტულუზი გადაიდო
ლილი-გენგამი 2:2
გოლები: 1:0 პეპე (55), 2:0 ლუის არაუჟო (57), 2:1 ალონსო (90 ს.კ.), 2:2 ბრიანი (92)
ნანტი-დიჟონი 1:1
გოლები: 1:0 ნაკულმა (33), 1:1 კვონი (61)
რენი-მეცი 1:2
გოლები: 1:0 ბურიჟო (27), 1:1 რუ (52), 1:2 რუ (57)
სტრასბური-სტ. ეტიენი 0:1
გოლი: 0:1 დებიუში (82)
მონპელიე-ბორდო 1:3
გოლები: 0:1 ბრაიტვაიტი (9), 0:2 კამანო (49), 0:3 მეიტე (78), 1:3 სხირი (88)
გამოუყენებელი პენალტი: ს. კამარა (90. მონპელიე)
ტრუა-მარსელი 2:3
გოლები: 1:0 გრანდსირი (1), 1:1 ნ'ჟიე (11), 2:1 ნივე (48), 2:2 მიტროღლუ (75), 2:3 ტოვენი (85)
მარსელი (4-5-1): პელე - საკაი, რამი, ლუის გუსტავო, ამავი - ტოვენი, ზამბო ანგისა, პაიე, სანსონი (72. მ. ლოპესი), ნ'ჟიე (69. მიტროღლუ) - ჟერმენი (87. აბდენური)
პსჟ-მონაკო 7:1
გოლები: 1:0 ლო სელსო (15), 2:0 კავანი (17), 3:0 დი მარია (20), 4:0 ლო სელსო (27), 4:1 რონი ლოპეში (38), 5:1 დი მარია (58), 6:1 ფალკაო (76 ს.კ.), 7:1 დრაქსლერი (86)
პსჟ (4-1-2-3): არეოლა - დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, ი. ბერჩიჩე - რაბიო (65. ლ. დიარა) - ლო სელსო (80. ნკუნკუ), დრაქსლერი - პასტორე, კავანი, დი მარია (75. მონიე)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - სიდიბე (34. ღეზალი), რაჯი, ჟემერსონი, ჟორჟე - ა. ტურე, ფაბინიო - რონი ლოპეში (75. დიაქაბი), ჟოაო მოუტინიო, ლემარი - ფალკაო (82. ტილემანსი)
ბომბარდირები: 25 - ედინსონ კავანი (პსჟ); 19 - ნეიმარი (პსჟ); 18 - მარიანო დიასი (ლიონი), რადამელ ფალკაო (მონაკო); 17 - კარლ ეკამბი (ანჟერი), ფლორიან ტოვენი (მარსელი); 16 - ნაბილ ფეკირი (ლიონი).
მომდევნო ტური
20 აპრილი: ნანტი-რენი, დიჟონი-ლიონი;
21 აპრილი: მარსელი-ლილი, ამიენი-სტრასბური, გენგამი-მონაკო, მეცი-კაენი, ტულუზი-ანჟერი;
22 აპრილი: ნიცა-მონპელიე, სენტ ეტიენი-ტრუა, ბორდო-პსჟ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"