პსჟ-მ მე-3 ლიგის გუნდი დაამარცხა და საფრანგეთის თასი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პსჟ-მ მე-3 ლიგის "ლე არბი" 2:0 დაამარცხა და მეთორმეტედ მოიპოვა საფრანგეთის თასი.

მატჩს "სტად დე ფრანსზე" 73 772 მაყურებელი დაესწრო.

გოლები ჯოვანი ლო ჩელსომ და ედინსონ კავანიმ  (პენალტით) გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ "პარი სენ ჟერმენის" წლიური ბიუჯეტი 540 მილიონი ევროა, "ლე არბის" კი 2 მილიონი.

"ლე არბის" ერთი ფეხბურთელის საშუალო ყოველთვიური ხელფასი 2.5 ათასია, ამდენს პარიზელთა თავდამსხმელი ნეიმარი 36 წუთში გამოიმუშავებს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული