უნაი ემერი: ნეიმარი პსჟ-ში დარჩება, ის რონალდოსა და მესის დონეზეა

AutoSharing Option
პსჟ-ის მოქმედმა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ, რომელიც გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს, ნეიმარის შესახებ ისაუბრა.

"ვფიქრობ, რომ ნეიმარი გუნდში დარჩება. ის პროგრამა, რომელიც პსჟ-ს აქვს, მისთვისაც ძალიან კარგია და არა მგონია, რომ მან წასვლა ისურვოს.

ჩემი აზრით, ბრაზილიელიც იმავე დონეზეა, რაზეც კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი არიან.

ჩემი კარიერა პსჟ-ში? 8 შესაძლებლობიდან საფრანგეთში 7 ტიტული მოვიგეთ და მხოლოდ ერთხელ "მონაკომ" გვაჯობა.

ძალიან ცუდია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ვერ ვაღწევდით, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ახლა პსჟ-ს ახალი მწვრთნელი ჰყავს", - აღნიშნა ემერიმ.

▶ უნაი ემერი: "მანჩესტერ სიტიში" ბოსი გვარდიოლაა, პსჟ-ში კი - ნეიმარი

▶ტომას ტუხელი პსჟ-ს მწვრთნელად დაინიშნა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოე შენ ხოარ აჟუილეფ
TORNIKE
12:52 19-05-2018
0

სიახლეები პოპულარული