23 მაისს ჯანლუიჯი ბუფონი პსჟ-ს კაპიტანი გახდება?

AutoSharing Option
Sky Sport Italia ამტკიცებს, რომ "იუვენტუსის" 40 წლის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი მალე პსჟ-ში ჩაირიცხება.

მოლაპარაკება ბუფონსა და "პარი სენ ჟერმენს" შორის დასასრულს უახლოვდება და მხოლოდ კონტრაქტის ბოლო დეტალებია შესათანხმებელი.

პარიზული კლუბი ჯიჯის ორსეზონიან კონტრაქტს გაუფორმებს და წლიურ გასამრჯელოდ 8 მილიონ ევროს დაუნიშნავს.

ამასთან, ბუფონი გუნდის კაპიტანი გახდება. გამოცემის მტკიცებით, ხელშეკრულება 23 მაისს გაფორმდება და ამას უმალ იუწყებენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯიჯი ჩამოვიყვანოთ თბილისის დინამოში, მოქალაქეობაც მივცეთ და საქართველოს ნაკრებს იქნებ უშველოს.
ჯ ი ჯ ი
20:16 21-05-2018
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული