ჯანლუიჯი ბუფონი პსჟ-სთან კონტრაქტს მომავალ კვირაში გააფორმებს

AutoSharing Option
Сalciomercato-ს ცნობით, "იუვენტუსის" ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ამ დღეებში პსჟ-ში ჩაირიცხება.

მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და კონტრაქტის ბოლო დეტალებს აზუსტებენ. ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად სამშაბათს ან ოთხშაბათს იუწყებენ.

ჯიჯის ორსეზონიან ხელშეკრულებას გაუფორმებენ და წლიურ გასამრჯელოდ 7 მილიონ ევროს დაუნიშნავენ.

ის 2022 წელს კატარში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატის ელჩადაც დაინიშნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული