ალექსანდრ გოლოვინის სატრანსფერო საგა დასრულდა და ის "მონაკოში" გადავიდა

AutoSharing Option
22 წლის რუსი ნახევარმცველის, ალექსანდრ გოლოვინის სატრანსფერო საგა, როგორც იქნა, დასრულდა და ის "მონაკოში" გადავიდა.

ფრანგული კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ვადიმ ვასილიევმა განაცხადა, რომ მოსკოვის ცსკა-სთან შეთანხმება შედგა.

გოლოვინი საფრანგეთში დღეს ჩავა და გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, "მონაკო" კი მის სანაცვლოდ 30 მილიონ ფუნტს გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის სახელს ტურინის "იუვენტუსსა" და ლონდონის "ჩელსისაც" უკავშირებდნენ.

altგოლოვინი აბრამოვიჩმა არ იყიდა და რიბოლოვლევს შეაძენინებენ