ლიგა 1. II ტური: პსჟ ადგილიდან მოწყდა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჯიჯი ბუფონმა პირველი გოლი გაუშვა ლიგა 1-ში. პსჟ-ის კონკურენტებმა უკვე დაიწყეს ქულების დაკარგვა - "მარსელი" და "ლიონი" სულაც დამარცხდნენ, "მონაკომ" კი ვერ მოიგო...

როგორც ჩანს, "პარი სენ-ჟერმენი" ამ ჩემპიონატს იოლად მოიგებს. ჯერ ორი ტური გავიდა და პარიზელთა კონკურენტებმა უკვე დაიწყეს ქულების კარგვა.

პსჟ-მა პირველი გოლი გაუშვა და "გენგამთან" 53-ე წუთამდეც იგებდა, მაგრამ შემდეგ ნეიმარმა იყოჩაღა თავისივე მოპოვებული პენალტიდან. პსჟ-ს სამი ქულა "ოქროს ბიჭუნა" კილიან მბაპემ მოუტანა, რომელმაც შეცვლაზე ითამაშა, თუმცა დუბლი შეასრულა. მან გ
არჯა ჯერ დი მარიას, შემდეგ კი ნეიმარს არ დაუკარგა - 1:3.

თომას ტუხელი (პსჟ): "პირველ ტაიმში გაგვიჭირდა. ალბათ, არ ვიყავით მატჩისთვის მზად. "გენგამი" საკუთარ მოედანზე ძნელად დასამარცხებელი გუნდია. ტაიმი შეიძლება 2-3 ბურთითაც წაგვეგო. მეორე ტაიმში მენტალურად შევიცვალეთ და ძალიან მიხარია ამის გამო - ეს იყო საკადრისი რეაქცია".

ფაქტები
  • ლიგა 1-ის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ელიტაში დაწინაურებულმა გუნდმა პირველი ორი ტურის მატჩები ისე მოიგო, რომ გოლი არ გაუშვია. "რეიმსამდე" ეს "ტულუზმა" შეძლო 1997 წელს.
  • "ლილის" მეკარე მაიკ მაინანის კარში ლიგა 1-ში სულ 9 პენალტი დაინიშნა და აქედან მხოლოდ 3 გავიდა, 5 მეკარემ მოიგერია, 1 ძელმა.
  • ბოლო 45 სეზონში კილიან მბაპე (პსჟ) პირველი 20-წლამდელი ფეხბურთელია, ვინც ლიგა 1-ში 30 გოლის გატანა შეძლო.
  • "გენგამმა" პსჟ-სთან მატჩის პირველ ტაიმში 11-ჯერ დაარტყა კარისკენ, მეორეში - ერთხელაც არა.
  • ბოლო 56 ტურში "მონაკომ" შინ მხოლოდ მეორედ ვერ მოახერხა გოლის გატანა.
  • "კაენს" ლიგა 1-ში 12 თამაშია, რაც არ მოუგია. ჩემპიონატში გუნდმა ბოლოს 4 მარტს იმარჯვა.
  • ლიგა 1-ში ბოლო 16 ტურში მხოლოდ "რენს" აქვს გატანილი ყოველ თამაშში.
  • "დიჟონს" ლიგა 1-ში ბოლო 15 საშინაო მატჩიდან 11 მოგებული აქვს.

ლიგა 1. II ტური
რეიმსი-ლიონი 1:0
გოლი: 1:0 ჩავარია (32)

გენგამი-პსჟ 1:3
გოლები: 1:0 რუ (20), 1:1 ნეიმარი (53-პენ), 1:2 მბაპე (82), 1:3 მბაპე (90)
პსჟ (4-3-3): ბუფონი - მონიე, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, დაგბა - ნკუნკუ (74. დიაბი), ბერნედი (80. ლო სელსო), რაბიო - დი მარია, ვეა (46. მბაპე), ნეიმარი

ამიენი-მონპელიე 1:2
გოლები: 0:1 მოლე (52), 0:2 სხირი (71), 1:2 კონატე (82-პენ)

კაენი-ნიცა 1:1
გოლები: 1:0 ბამუ (52-პენ), 1:1 განაგო (82)

დიჟონი-ნანტი 2:0
გოლები: 1:0 ტავარეში (8), 2:0 ტავარეში (74)
გაძევება: ა. ტურე (78. ნანტი)

მონაკო-ლილი 0:0
გამოუყენებელი პენალტი: ფალკაო (69. მონაკო)

რენი-ანჟერი 1:0
გოლი: 1:0 სარი (81)

სტრასბური-სტ. ეტიენი 1:1
გოლები: 1:0 გონსალვეში (55), 1:1 გეიე (88)
გაძევება: სუბოტიჩი (18. სტ. ეტიენი)

ტულუზი-ბორდო 2:1
გოლები: 1:0 ლეია (44), 1:1 კამანო (50), 2:1 დოსევი (67)

ნიმი-მარსელი 3:1
გოლები: 1:0 ბუანგა (34), 1:1 ტოვენი (49), 2:1 ტიუბი (62), 3:1 რიპარი (87)

ბომბარდირები: 3 - ტავარეში (დიჟონი); 2 - კილიან მბაპე (პსჟ), ნეიმარი (პსჟ), დიმიტრი პაიე (მარსელი), რენო რიპარი (ნიმი), სადა ტიუბი (ნიმი), ფლორიან ტოვენი (მარსელი).

მომდევნო ტური
24 აგვისტო: ლიონი-სტრასბური
25 აგვისტო: პსჟ-ანჟერი, ამიენი-რეიმსი, მონპელიე-სტ. ეტიენი, ნანტი-კაენი, ნიცა-დიჟონი, ტულუზი-ნიმი
26 აგვისტო: ლილი-გენგამი, ბორდო-მონაკო, მარსელი-რენი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული