ნეიმარის სარეკლამო შემოსავლების 85%-ს მშობლები იღებენ

AutoSharing Option
პსჟ-ის ბრაზილიელი ფორვარდის, ნეიმარის მშობლები მისი სარეკლამო შემოსავლის 85 პროცენტს ითვისებენ.

ნეიმარის სარეკლამო შემოსავლებმა 2017/18 წლების სეზონში 22.6 მლნ ევრო შეადგინა. თავად ფეხბურთელმა 13 სპონსორისგან მიღებული ამ თანხის მხოლოდ 15 პროცენტი მიიღო, დანარჩენი მისი მამის ანგარიშზე წავიდა.

შემოსავლის დიდი ნაწილი კომპანია NR Sport-მა მიიღო, რომელსაც ფეხბურთელის მამა ნეიმარ და სილა სანტოსი ხელმძღვანელობს, - იტყობინება Folha de Sao Paulo.

კომპანიასთან კავშირი აქვს ასევე ნეიმარის დედას. აღსანიშნავია, რომ შემოსავლების განკარგვასთან დაკავშირებით მშობლებმა გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მაშინ მიიღეს, როცა ნეიმარი 14 წლის იყო.

აქვე გეტყვით, რომ ნეიმარმა ივლისში კომპანია Gillette-თან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით, 6 მლნ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი "ბარსელონადან" პსჟ-ში 2017 წელს 222 მლნ ევროდ გადავიდა.

altფლორენტინო პერესმა ნეიმარის 300 მილიონ ევროდ შეძენა გადაწყვიტა - გვიან ხომ არ არის?

altნეიმარმა საფრანგეთის ჩემპიონატის პირველსავე ტურში გაიტანა გოლი [VIDEO]

altნეიმარმა ამერიკელ მოდელთან ერთად იპოზიორა

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული