ლიგა 1. III ტურის წინ: კავანი ბრუნდება?

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენი" "ანჟერს" მასპინძლობს. ლიგა 1-ის ბომბარდირი ედინსონ კავანი გამოჯანმრთელდა და სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო.

არის შანსი, რომ ურუგვაელმა შაბათს ითამაშოს. კავანიმ ტრავმა მუნდიალზე მიიღო და მას მერე 8 კვირა გავიდა. ის პორტუგალიასთან მერვედფინალურ მატჩში დაშავდა, თუმცა მანამდე 2 გოლის გატანა მოასწრო.

31 წლის ფორვარდს შანსი აქვს, ითამაშოს. ყოველ შემთხვევაში, ის სათადარიგოთა სკამზე იქნება. ანალოგიურ სიტუაციაშია იულიან დრაქსლერი, გერმანელმაც გამოტოვა წინა ტურის მატჩი, თუმცა ახლა ისიც ნორმალურად ვარჯიშობს. აი, მარკო ვერატი და ლეივინ კურზავა ისევ ვერ ითამაშებენ.

პსჟ-ის კონკურენტებიდან -
"ლიონი" "სტრასბურს" მასპინძლობს, "მონაკო" "ბორდოს" ესტუმრება, ხოლო ტურს "მარსელი" "ველოდრომზე" "რენთან" თამაშით დაასრულებს.

ლიგა 1. III ტური
პარასკევი. 24 აგვისტო
ლიონი-სტრასბური 22:45

შაბათი. 25 აგვისტო
პსჟ-ანჟერი 19:00
ამიენი-რეიმსი 22:00
მონპელიე-სტ. ეტიენი 22:00
ნანტი-კაენი 22:00
ნიცა-დიჟონი 22:00
ტულუზი-ნიმი 22:00

კვირა. 26 აგვისტო
ლილი-გინგამი 17:00
ბორდო-მონაკო 19:00
მარსელი-რენი 23:00

ბომბარდირები: 3 - ჟულიო ტავარეში (დიჟონი); 2 - კილიან მბაპე (პსჟ), ნეიმარი (პსჟ), დიმიტრი პაიე (მარსელი), რენო რიპარი (ნიმი), ფლორან ტოვენი (მარსელი), სადა ტიუბი (ნიმი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული