ლიგა 1. III ტური: MSN სრული სვლით, პსჟ-ც [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1 სულ სამი ტურია, რაც დაიწყო და პსჟ სამი ყველაზე რეალური კონკურენტიდან ორს, "მარსელსა" და "მონაკოს" 5 ქულით უკვე უსწრებს. ქულათა მაქსიმუმით მას გვერდში მხოლოდ "დიჟონი" უდგას, მაგრამ ეს ბუნებრივია, ძალიან ხანმოკლე პერსპექტივაა.

"პარი სენ-ჟერმენს" გასული სეზონის მთავარი გოლეადორი ედინსონ კავანი გოლით დაუბრუნდა. მის გარდა, "ანჟერის" კარში კილიან მბაპემ და ნეიმარმა გაიტანეს. ორივეს უკვე 3-3 გოლი დაუგროვდა ჩემპიონატში.

თომას ტუხელის გუნდის შემტევი სუპერტრიოს თითოეულმა წევრმა შეძლო ამ შეხვედრაში თავის გამოჩენა. ახლა პსჟ ახალაღზევებულ "ნიმს" ესტუმრება.

ფაქტები
  • სამან ღოდოსი (ამიენი)
    პირველი ირანელია, ვინც ლიგა 1-ში ითამაშა და გოლი გაიტანა.
  • 2018 წელს ლიგა 1-ში ნეიმარმა (პსჟ) 16 გოლში მიიღო მონაწილეობა (სულ 9 თამაშში).
  • კილიან მბაპემ (პსჟ) კარიერაში მე-5 გოლი გაუტანა "ანჟერს".
  • ედინსონ კავანიმ (პსჟ) ამ სეზონში პირველივე დარტყმით გაიტანა.
  • 2018 წელს მემფის დეპაიმ (ლიონი) ლიგა 1-ში 21 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა.
  • მარტინ ტერიემ (ლიონი) ახალ გუნდში პირველი დარტყმით გაიტანა გოლი.
  • "რენმა" ზედიზედ მე-17 ტურში გაიტანა, ასეთი შედეგი კი საფრანგეთის ჩემპიონატში არც ერთ გუნდს არ აქვს. მეორე ადგილზეა "დიჟონი" - 15.
  • "ბორდოს" წაგებათა 4-მატჩიანი სერია "მონაკოსთან" მოგებით დასრულდა.
  • ბოლო 14 დაპირისპირებაში "ლილმა" მხოლოდ მეოთხედ მოუგო "გენგამს".
  • პსჟ-მა სტარტზე სამივე თამაშში შეძლო სამი და მეტი გოლის გატანა. ასეთი სერია გუნდს ბოლოს დეკემბერში ჰქონდა.
  • "ტულუზი" ელიტაში აღზევებულებს ყოველთვის კარგად ეთამაშება - ბოლო 7 მატჩიდან 5-ში გოლი არ გაუშვია.

ლიგა 1. III ტური
ლიონი-სტრასბური 2:0
გოლები: 1:0 ტერიე (42), 2:0 ბ. ტრაორე (64)

პსჟ-ანჟერი 3:1
გოლები: 1:0 კავანი (12), 1:1 მანგანი (22-პენ), 2:1 მბაპე (51), 3:1 ნეიმარი (66)
პსჟ (3-4-3): არეოლა - კეჰრერი (46. ნსოკი), ტიაგო სილვა, კიმპემბე - მონიე, მარკინიოსი, რაბიო, დი მარია (85. დრაქსლერი) - მბაპე, კავანი (73. ნკუნკუ), ნეიმარი

ამიენი-რეიმსი 4:1
გოლები: 1:0 გნაორე (22), 2:0 ღოდოსი (58), 3:0 კონატე (67), 4:0 კონატე (73), 4:1 კაფარო (84)
გაძევება: მეტანირი (36. რეიმსი)

მონპელიე-სტ. ეტიენი 0:0

ნანტი-კაენი 1:1
გოლები: 0:1 კრიველი (37), 1:1 სალა (80-პენ)
გაძევება: ბაისე (79. კაენი)

ნიცა-დიჟონი 0:4
გოლები: 0:1 აგუერი (67), 0:2 ჰადადი (83), 0:3 კეიტა (86), 0:4 კეიტა (92)

ტულუზი-ნიმი 1:0
გოლი: 1:0 გრადელი (80-პენ)

ლილი-გენგამი 3:0
გოლები: 1:0 შეკა (7), 2:0 ბამბა (10), 3:0 ბამბა (73)
გაძევება: კერბატი (81. გენგამი)

ბორდო-მონაკო 2:1
გოლები: 1:0 კამანო (48-პენ), 1:1 პელეგრი (63), 2:1 კამანო (92)
გამოუყენებელი პენალტი: კალუ (86. ბორდო)

მარსელი-რენი 2:2
გოლები: 0:1 ბურიჟო (38-პენ), 0:2 სარი (45+1), 1:2 ოკამპოსი (54), 2:2 ბენსებიანი (72 ს. კ.)

ბომბარდირები: 3 - ჯონათან ბამბა (ლილი), ფრანსუა კამანო (ბორდო), მუსა კონატე (ამიენი), კილიან მბაპე (პსჟ), ნეიმარი (პსჟ), ჟულიო ტავარეში (დიჟონი).

მომდევნო ტური
31 აგვისტო: ლიონი-ნიცა
1-ლი სექტემბერი: ნიმი-პსჟ, ანჟერი-ლილი, დიჟონი-კაენი, გენგამი-ტულუზი, რეიმსი-მონპელიე, სტრასბური-ნანტი
2 სექტემბერი: სტ. ეტიენი-ამიენი, რენი-ბორდო, მონაკო-მარსელი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული